ქობულეთში ხუთ სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი ჩაინგრა – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ tv25.ge ავრცელებს.
ქობულეთის მერიის თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან. უწყების ცნობით, ოჯახის ხუთი წევრი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
ამ ეტაპზე, გეოლოგების დასკვნას ელოდებიან, რის საფუძველზეც გადაწყდება რა ღონისძიებები გატარდება – ოჯახს ქირით გაიყვანენ თუ სახლს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება.
