ფოტოჟურნალისტი გოგ ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ეს, მეათე მოწვევის პარლამენტი ჩემს მეხსიერებაში დარჩება როგორც უხამსად, უზრდელად, აგრესიულად მოლაპარაკე დეპუტატების პარლამენტად.
ასევე, ეს არის პარლამენტი, რომელმაც ფეხებზე დაიკიდა ამომრჩევლები და შეურაცხმყოფელია თავისი ქცევით.
სამწუხაროდ, პარლამენტში აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც არც ქალის პატივისცემა იციან, არც უმცროს-უფროსობის. არც ეთიკა, არც თმენის ვალდებულების პასუხისმგებლობა აქვთ, არც ამომრჩევლების მიმართ ღირსეული საქციელი გამოარჩევთ..
ასეთ ადამიანს რა უნდა პარლამენტში?
ასეთი ადამიანი რატომ უნდა იღებდეს ხელფასს ჩვენი გადასახადებიდან ან მისი კომფორტი რატომ უნდა ფინანსდებოდეს?
უსირცხვილობა და უზნეობაა დღევანდელ პარლამენტში. მე მრცხვენია თქვენ მაგივრად პარლამენტარებო. და მრცხვენია, პარლამენტარი და ხალხის რჩეული გიწოდოთ.
კიდევ კარგი, ღირსეული პარლამენტარებიც არიან, მაგრამ ძალიან ცოტაა და მათაც ჩრდილი ადგებათ“ – წერს ჩანადირი.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი”, “ქართული ოცნების” დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს “ბანძი” უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.