უფლებადამცველი ბაია პატარაია “ქართული ოცნების” დეპუტატის, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს თეონა აქუბარდიას მისამართით “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” გამოეხმაურა.
“ბერაიამ დღეს რაც თქვა, მე სერიოზულად გამიჩნდა განცდა, რომ ეს არის პირადი ცხოვრებით შანტაჟიც. მან მიანიშნა, რომ იცის რაღაც, პირადი ცხოვრების შესახებ თეონა აქუბარდიასთან დაკავშირებით და მოგვიწოდა, რომ თურმე ჭკუით უნდა ვყოთ და ამ ქვეყანაში ჩვენ ვნახეთ უკვე ეს, გავლილი გვაქვს, როდესაც ქალ პოლიტიკოსებს უქვეყნებენ პირადი ცხოვრების ჩანაწერებს და პრაქტიკულად, დღეს რაც გააკეთა ბერაიამ, პირდაპირ ეს ასოციაცია გამიჩნდა და მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც ეს ასოციაცია გაუჩნდა. ადამიანებმა მომწერეს, რომ ხომ არ უნდა ველოდოთ პირადი ცხოვრების კადრების მორიგ სერიას ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რაც გაუკეთებია ქართულ ოცნებას.” თქვა პატარაიამ.