“არ იყიდოთ ეს ყველი” – სურსათის ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“ყველის 4 ნიმუშში მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა ❗️
🔸 მიმდინარე წლის ოქტომბერში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რძესა და რძის პროდუქტებში რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის მიზნით, 20 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
🔸კვლევის შედეგად, 4 ნიმუშში რძის ცხიმის გარდა გამოვლინდა მცენარეული ცხიმები:
▪ შპს „ბა. გი“, ს/კ 425365954, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი – ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 10.11.2023 წ.), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (9%);
▪ შპს „სუელი“, ს/კ 428896322, მის: ბოლნისი, სოფ. რატევანი – ყველი სულგუნი (დამზადების თარიღი 10.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 14 დღე), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (12%);
▪ ი/მ – მის: წალკა, სოფ. საყდრიონი – ყველი იმერული (დამზადების თარიღი 11.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 15 დღე), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (16%);
▪ ი/მ – მის: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ორლოვკა – ყველი იმერული „მელანია“ (დამზადების თარიღი 03.10.2023 წ. ვარგისიანობის ვადა – 03.11.2023 წ.), რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს (20%).
🔸 გამოვლენილი დარღვევის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და დაევალათ, არ დაუშვან აღნიშნული სურსათის ბაზარზე განთავსება და სრულად ამოიღონ განთავსებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
🔸 მიმდინარე წელს, „რძის ცხიმის სისუფთავის განსაზღვრის“ მიზნით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია 250 ნიმუშის კვლევა. ამ ეტაპზე აღებულია 216 ნიმუში.
🔸 „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, „ყველის“ დასახელებით განთავსებული ნაწარმი მცენარეულ ცხიმს არ უნდა შეიცავდეს”