Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვის შეიძლება, დაემართოს ინსულტი – სპეციალისტი ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებს ასახელებს

October 30, 2023
ვის შეიძლება, დაემართოს ინსულტი – სპეციალისტი ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებს ასახელებს

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე გადაცემაში ინსულტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებსა და პრევენციულ ნაბიჯებზე საუბრობს:

– ერთ-ერთი უმძლავრესი რისკის ფაქტორი არტერიული ჰიპერტენზია გახლავთ. ანუ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არტერიული ჰიპერტენზია გვაქვს, ინსულტის, ისევე, როგორც მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მაღალი რისკი გვაქვს. შესაბამისად, ამ დაავადებას უნდა ვებრძოლოთ. არტერიული წნევა მოვიწესრიგოთ და ეს მოგვცემს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ ინსულტი და არა მხოლოდ ინსულტი, არამედ სხვა სისხლძარღვოვანი დაავადებებიც. გარდა არტერიული ჰიპერტენზიისა, გულის გარკვეული პათოლოგიები საყურადღებოა. განსაკუთრებით, გულის რითმის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიები. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მოციმციმე არითმიაა. აღმოჩნდა, რომ მოციმციმე არითმიის შემთხვევაში, გულის გარკვეულ უბანში, უფრო ხშირად წინაგულში, თრომბი წარმოიქმნება, შესაძლოა თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვი დაიხშოს და იშემიური ინსულტი განვითარდეს.

ტრადიციულად, შაქრიანი დიაბეტი ინსულტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია. შესაბამისად, ჩვენს სისხლში შაქრის კონცენტრაციის მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და აუცილებლად თვალი ვადევნოთ.

უნდა ვიცოდეთ, რომ ათეროსკლეროზი იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის განვითარების ერთ-ერთი უმძლავრესი რისკის ფაქტორია.

ცხოვრების წესი ასევე ძალიან საყურადღებო ფაქტორია. დადგენილია, რომ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის უგულებელყოფა, ინსულტის განვითარების ერთ-ერთი რისკის ფაქტორია. არა მხოლოდ ინსულტის, არამედ სხვა სისხლძარღვოვანი დაავადებების. თუნდაც მცირე ფიზიკური დატვირთვა ინსულტის თავიდან აცილების თვალსაზრისით ძალიან დიდ როლს ასრულებს. მაგალითად, კიბეზე ასვლა არა ლიფტით, არამედ ფეხით. ხშირი წამოდგომა სამუშაო ადგილიდან, მაგიდიდან, ოთახში რამდენიმე ნაბიჯის გავლა. თითქოს, არაფერი, მაგრამ დადგენილია, რომ ასეთი აქტივობაც კი, გარკვეულ როლს ასრულებს. ცხადია, ეფექტი ძალიან დიდი არ არის, მაგრამ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge