ბარდა არის ცილის წყარო და წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დიეტის დროს წონაში დასაკლებად.
ბარდის შემადგენლობაში სელენი, კაროტინი და ასკორბინის მჟავა აქტიურად უწევენ წინააღმდეგობას კანცეროგენურ პროცესებს. ქლოროფილი კი ადამიანის ორგანიზმში კალციუმის დონეს აკონტროლებს.
მწვანე ბარდა A ვიტამინის წყაროა. მასში შემავალი ნატურალური შაქრები ასტიმულირებენ ტვინის მოქმედებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და ტვინის შემეცნებით ფუნქციებს. ბარდა აბრკოლებს დაბერების პროცესს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ასტიმულირებს იმუნიტეტს, ეხმარება ინფექციებთან გამკლავებაში. ის შეშუპების საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა.
ბარდა ძალზე სასარგებლოა ორსულებისთვის, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც ნაყოფის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი. კალიუმი და კალციუმი კი ხელს უწყობს ორსულობის პერიოდში ქალის ძვლოვანი სისტემის შენარჩუნებას.
ცილების მაღალი შემცველობის წყალობით, ბარდა ერთ-ერთ ყველაზე მაღალი საკვები ღირებულების მქონე ბოსტნეული კულტურაა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 100 გრამ მოხარშულ ბარდაში ცილები 7-იდან ზევითაა, ხოლო უმ ბარდაში – 25%-მდე.
დაკონსერვებული მწვანე ბარდა მრავალ სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს, იმის მიუხედავად, რომ მისი პასტერიზება +130 გრადუსზე ხდება.
კონსერვირებული ბარდის სასარგებლო თვისებები
* დადებითად მოქმედებს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის ნორმალიზებაზე;
* რეკომენდებულია, როგორც დიეტური პროდუქტი, სიმსუქნის, კუჭის წყლულის, ქრონიკული გასტრიტის დროს;
* კარგი საშუალებაა მოწამვლის დროს დეტოქსიკაციისას, ასევე ნაბახუსევზე;
* არის ადვილად ასათვისებელი ცილის წყარო ორსულებისა და ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის;
* ამდიდრებს რაციონს მიკროელემენტებითა და სასარგებლო საკვები პროდუქტებით;
* ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას.
დაკონსერვებული ბარდის მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვინც ნაკლებად მოძრაობს, აქვს პოდაგრა, კენჭები შარდის ბუშტში, ბავშვებისთვის 2 წლამდე.
მშრალი ბარდის სასარგებლო თვისებები
გამომშრალი ბარდა 352 კალორიაა. შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, B1, B2, B3, B5, B6, B9, C ჯგუფების ვიტამინებს.
პროდუქტს იყენებენ სისხლძარღვების დაავადებებისა და ტუბერკულოზის დროს დიეტისას. პროდუქცია ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას, ასევე ამცირებს ქოლესტერინის დონეს, რაც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკაა. მასში შემავალი მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების ფართო დიაპაზონი დადებითად მოქმედებს თმის, ფრჩხილების, სახისა და სხეულის კანის მდგომარეობაზე.
მშრალი ბარდის თვისებებს მიეკუთვნება ასევე, ონკოლოგიური დაავადებების, მხედველობის პრობლემების პროფილაქტიკა.
ბარდა შაქრიანი დიაბეტის დროს
ბარდას დაბალი ჰიპოგლიკემიური ინდექსი აქვს – უდრის 35 ერთეულს. ამას გარდა, ბარდა ანელებს ნაწლავებში გლუკოზის შეწოვას. ეს ძალიან კარგია პირველი და მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებისთვის.
პროდუქტი დიაბეტის დროს სასარგებლოა როგორც უმი და ასევე, მოხარშული სახით. მისი შემადგენლობა სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აბრკოლებს შეკრულობას, რომელიც დიაბეტის დროს არცთუ იშვიათი მოვლენაა.
წყარო:თბილისელები