ყელის ტკივილი, სხეულის ტკივილი და უეცარი სიცხე შეიძლება იყოს პირველი ნიშნები იმისა, რომ გრიპი გაქვთ.
მნიშვნელოვანია სიმპტომების ადრეული დიაგნოსტიკა, რათა დაიწყოთ გამოჯანმრთელებაზე ზრუნვა.
სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ორსულებისთვის ან იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობები აქვთ, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ რესპირატორულ ან იმუნურ სისტემაზე.
მიუხედავად იმისა, რომ გრიპს საერთო გაციების მრავალი სიმპტომი აქვს, გრიპის სიმპტომები, ჩვეულებრივ, უფრო მძიმეა და სწრაფად ვლინდება.
გრიპის ადრეული ნიშნებია:
დაღლილობა;
უეცარი ცხელება, ჩვეულებრივ, 38°C-ზე ზემოთ;
ყელის ტკივილი;
ხველა;
შემცივნება;
კუნთების ან სხეულის ტკივილი;
სურდო
თუ შეამჩნევთ, რომ გრიპის ნიშნები გაქვთ, მიჰყევით ამ რჩევებს:
ხშირად დაიბანეთ ხელები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მიზნად დაისახეთ დაახლოებით 20 წამი საპნის ხელზე გაჩერება წყლით ჩამობანამდე;
ხველისა და ცემინებისას ნუ მიიფარებთ ხელის, ამის ნაცვლად გამოიყენეთ ხელსახოცი;
იკვებეთ ჯანსაღად იმუნური სისტემის გასაძლიერებლად;
მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობის დროს შესაძლოა მადა დაკარგოთ, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი საკვები ორგანიზმს ვირუსთან საბრძოლველად საჭირო ძალის მინიჭებაში დაეხმარება;
დალიეთ ბევრი სითხე, განსაკუთრებით წყალი, ჩაი და დაბალი შაქრის შემცველი ელექტროლიტური სასმელები;
მოერიდეთ ალკოჰოლს და კოფეინს;
ნუ გახვალთ სახლიდან;
დაისვენეთ, გრიპის ერთ-ერთი საუკეთესო მკურნალობა არის საკმარისი დასვენება;
იყავით გულმოდგინე ჰიგიენის მიმართ. ხშირად დაიბანეთ ხელები. შეგიძლიათ იქონიოთ ანტიბაქტერიული ტილოები მიკრობების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად
რა არ უნდა გააკეთოთ გრიპის პირველი ნიშნების დროს:
არ წახვიდეთ სამსახურში ან სკოლაში. თქვენ გადამდები ხართ სიმპტომების დაწყებამდე ერთი ან ორი დღით ადრე და რჩებით გადამდები ხუთიდან შვიდი დღის განმავლობაში;
არ ჩამოართვათ ადამიანებს ხელი და არ ჩაეხუტოთ. მოერიდეთ სხვებთან ფიზიკურ კონტაქტს ან საკვებისა და სასმელის გაზიარებას;
ნუ აიძულებ საკუთარ თავს – გრიპი პროგრესირებადი დაავადებაა, რაც ნიშნავს, რომ სიმპტომები გაუარესდება შემდეგ კი გაუმჯობესდება. სიმპტომების დაწყებიდან პირველი ორი დღის განმავლობაში არასაკმარისმა დასვენებამ შეიძლება გაახანგრძლივოს გამოჯანმრთელების დრო;
მოერიდეთ გადამუშავებულ პროდუქტებსა და შაქარს, რადგან ისინი არ შეიცავენ საჭირო საკვებ ნივთიერებებს;
ეცადეთ არ გამოტოვოთ კვება. კარგია გრიპის დროს ზომიერი კვება ვირუსთან საბრძოლველად ენერგიის მისაღებად;
არ შეხვიდეთ ხალხმრავალ ადგილებში, რადგან გრიპი ძალიან გადამდებია;
ეცადეთ არ მოწიოთ. გრიპი რესპირატორული დაავადებაა. მოწევა აღიზიანებს ფილტვებს და აუარესებს სიმპტომებს
გრიპის დროს, როგორც წესი, უსაფრთხოა სახლში დარჩენა და დასვენება. გრიპის გართულებად ითვლება ბრონქიტი, პნევმონია.
აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, თუ ქვემოთ მოცემულ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნებით. ამერიკის ინფექციური დაავადებების საზოგადოების (IDSA) მითითებების თანახმად, მაღალი რისკის მქონე პირებს შორის არიან:
65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები;
18 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებენ ასპირინზე დაფუძნებულ ან სალიცილატზე დაფუძნებულ მედიკამენტებს;
5 წელზე უმცროსი ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე;
ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა ასთმა, დიაბეტი ან გულის დაავადება;
დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები;
ორსული ქალები
თუ რომელიმე ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, გრიპის ადრეული ნიშნების დროს უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დანიშნოს ანტივირუსული პრეპარატი. ეს მედიკამენტები საუკეთესოდ მოქმედებს, როდესაც ისინი მიიღება სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში.
თუ განიცდით მძიმე სიმპტომებს, საგანგებო მდგომარეობის ნიშნებია:
სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი;
მკერდის ტკივილი;
დაბნეულობა;
მძიმე ან მუდმივი ღებინება;
უეცარი თავბრუსხვევა
ჩვილებსა და ბავშვებში გრიპის გადაუდებელი სიმპტომები მოიცავს:
სუნთქვის გაძნელებას;
მოლურჯო კანის ფერს;
გაღიზიანებადობას;
ცხელებას, რომელიც თან ახლავს გამონაყარს;
ჭამის უუნარობას
ადამიანების უმეტესობა გრიპისგან გამოჯანმრთელდება ერთიდან ორ კვირაში.
თუ ამ პერიოდის შემდეგ სიცხე კვლავ მატულობს, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გაქვთ გრიპის გართულება, როგორიცაა პნევმონია, ყურის ინფექცია ან ბრონქიტი. ამ დროს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
წყარო მკურნალი