„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 10 საათით შეუწყდება.
„27 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, ცინცაძის N37 -თან, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 ოქტომბერს 11:00 საათიდან 27 ოქტომბრის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: სულხან ცინცაძის (საბურთალოს ქ.), ბახტრიონის N 11-39 (კენტებს), საირმის N2 ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.