Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელი მცენარე უნდა გქონდეთ სახლში ზოდიაქოს მიხედვით

October 25, 2023
“წარსულში დატოვებულმა პრობლემებმა შესაძლოა კვლავ თავი შეგახსენოთ” – საყურადღებო თარიღები ივლისის თვეში

სახლის ყვავილები დადებითი ემოციებისა და სასიამოვნო არომატის მიუხედავად, შეიძლება, ნეგატიური ენერგიის წყაროდ იქცეს. ამიტომ, ისინი სწორად უნდა შეარჩიოთ. იმის გარკვევა კი, როგორ შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ყვავილი და გაიგოთ, რომელია თქვენთვის სასარგებლო, არ არის რთული, რადგან ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი მცენარე აქვს.

ვერძი

ვერძებს პლანეტა მარსი მართავთ, რომელიც მოქმედებისა და ძალის სიმბოლოა. ამიტომ, მცენარეც თქვენი ენერგეტიკის შესაფერისი უნდა იყოს – კაშკაშა, ფერადი, დიდი ყვავილებით. ასეთია სამეფო ბეგონია, წითელი ვარდი, აზალია. თქვენთვის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ვარდისფერ გერანიას, ჯანმრთელობაზე კი დადებითად კაქტუსი მოქმედებს, რადგან ის ენერგეტიკულად გაძლიერებთ.

კურო

კურო მიწის სტიქიას ეკუთვნის და ამ ნიშნის წარმომადგენლები საიმედო, თუმცა, იმავდროულად, ეჭვიანები არიან. მათ სახლში პატარა ზომის მცენარეები უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი რთულ პირობებშიც დიდი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან. განსაკუთრებით კარგია ია, ფურისულა, შროშანი.

ტყუპები

ჰაერის სტიქიის ამ ნიშანს კონტაქტების, მოგზაურობისა და ფიქრის პლანეტა მერკური მართავს. ამ ნიშნით დაბადებულები კომუნიკაციის მოყვარული, მხიარული ადამიანები არიან, გამუდმებით მოძრაობენ და ყოველ დილას ახალ ცხოვრებას იწყებენ. ამიტომ მათთვის საუკეთესოა ორიგინალური, ეგზოტიკური მცენარეები, მაგალითად, სხვადასხვა ჯიშისა და ფორმის პალმები და ლიანები.

კირჩხიბი

კირჩხიბები სენტიმენტალურები და მგრძნობიარეები არიან. წყლის ამ სტიქიის წარმომადგენლებისთვის საუკეთესო ის მცენარეა, რომელიც მათ საცხოვრებელს მყუდროს გახდის. კირჩხიბების ენერგეტიკას კარგად აბალანსებს ფიკუსი. ხოლო მათი სიმშვიდისთვის კარგია: ალოე, ფუქსია, პეპერომია ან კალანხოე.

ლომი

ლომებს მზის სხივებზე გათბობა უყვართ, ხოლო მათ მცენარეებს, პირიქით, დიდი რაოდენობით მზის სინათლე არ ესაჭიროებათ. ცეცხლის სტიქიის ამ წარმომადგენლებისთვის ყველაზე მისაღებია კალა, იაპონური კამელია ან ჩინური ვარდი.

ქალწული

პრაქტიკული ქალწულებისთვის საუკეთესოა ნაყოფის მომცემი მცენარეები. ამიტომ, ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის საუკეთესო ვარიანტი აივანზე ლიმონის ან მანდარინის ხის გახარებაა. გარდა ამისა, კარგია ლიანები.

სასწორი

სასწორებს უყვართ ჰარმონიული გარემო. ჰაერის ნიშნის ამ წარმომადგენლებს არ შეუძლიათ უწესრიგობა და სიამოვნებთ ენერგეტიკულად მათთვის სასიამოვნო არომატების შეგრძნება. მათთვის ამ მხრივ მისაღებია ფერადფოთლებიანი, უცნაური ყვავილები, მაგალითად, გიბისკუსი, კროტონი, ორქიდეა ან ჰორტენზია.

მორიელი

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ძალიან ძლიერები არიან. მცენარეებს შორის მორიელებს ყველაზე მეტად აზალია შეესაბამება, რომელიც თავისი პატრონის ენერგეტიკას გრძნობს, სასიცოცხლო ძალებით ამარაგებს და ნეგატიური ენერგიის ნაწილს თავის თავზე იღებს.

მშვილდოსანი

ამ ნიშნით დაბადებულები სულ მოძრაობაში არიან, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ განვითარებას და ეძებენ სიახლეებს. მათთვის მისაღები და კარგია სახლში გრძელღეროებიანი, ხშირფოთლიანი და ყვავილებიანი მცენარის გახარება. ასეთია როზმარინი.

თხის რქა

მიწის სტიქიის ამ წარმომადგენლებისთვის ყველაზე მთავარი სტაბილურობაა. ასეთივეა მათთვის შესაფერისი მცენარეები: ფიკუსი, იუკა, დაფნა, აზალია.

მერწყული

მერწყულები ყოველთვის ისე იქცევიან, როგორც თავად მიაჩნიათ საჭიროდ. ჰაერის ამ ნიშნებისთვის მცენარეებიც ისეთივე განსაკუთრებულია, როგორებიც თავადვე არიან, მაგალითად, აბუტილონი, მარანტა ან რეო.

თევზები

ზოდიაქოს ნიშნის ამ წარმომადგენლებს ძალიან უყვართ ყვავილები და პირველი, რასაც ისინი აფასებენ, არომატია და არა მათი ვიზუალი. მელანქოლიური თევზებისთვის ყველაზე სასარგებლო და მათი შინაგანი ჰარმონიისთვის აუცილებელი მცენარეა: სუმბული, ალოკაზია, ორქიდეა და აზალია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “შატალოზეა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში” – ვისზე საუბრობს შალვა პაპუაშვილი
  • შეიცვლება თუ არა ამინდი – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • “დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – შსს განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge