ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.
ანუკი არეშიძის ცხოვრების სტილი ბევრისთვის მისაბაძია, რადგან ის, მრავალშვილიანობისა და საკუთარი საქმის პარალელურად, ახერხებს, მუდმივად იყოს ფორმაში. ამის გამო ის ხშირად იღებს კითხვებს კვების რაციონისა თუ თავის მოვლის რუტინის შესახებ. ამჯერად ანუკი საკუთარ გამომწერებს რჩევებს სწორედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აძლევს:
- იკვებეთ ჯანსაღად;
- დაიძინეთ 8 საათის განმავლობაში;
- მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს;
- მოადუნეთ გონება;
- მოუსმინეთ კარგ მუსიკას;
- შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა;
- გიყვარდეთ ცხოველები;
- გიყვარდეთ ადამიანები;
- გაეცით დადებითი ენერგია – წერს ანუკი არეშიძე.