Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს“ – ნიკო კვარაცხელიას დედა ირაკლი შოთაძეს მიმართავს

October 24, 2023
„ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს“ – ნიკო კვარაცხელიას დედა ირაკლი შოთაძეს მიმართავს

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართავს და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაზე პასუხებს ითხოვს

მთელი ემოციით სულმოუთქმელად მგონი არავის უსმენია თქვენთვის საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgiaვფიქრობდი ახლა მაინც ორ სიტყვას იტყოდით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, თაროზე შემოდებულ რვა ტომზე ,მაგრამ ისევ ამაოდ, ვის ვერ ეწინააღმდეგებით , ვინ ბლოკავს ნიკო კვარაცხელიას საქმის გამოძიებას, რატომ აჩენთ კითხვებს, მე დედამ -იზა ომაძემ

თუკი რამ ვიცოდი ყველაფერი დეტალურად მოგახსენეთ, თქვენ რაც და ვინც ჩამიდეთ საქმის მასალებში იმ კითხვებს მაინც გაეცით პასუხი , ბატონო ირაკლი!!!

მე მეტი არაფერი ვიცი და რაც თქვენ იცით რატომ არ გინდათ ღიად განაცხადოთ, არ ჩაიფარცხება ნიკოს საქმე არა!!!

რატომ სარგებლობთ იმით, რომ რაც ჩემს შვილს არ მოეწონებოდა იმ მეთოდებით ვერ ვიბრძვი, უფალი კი ვიცი რომ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ ჩემს უფალს ჩემთვის არ უსწავლებია ბოროტებაზე თვალის დახუჭვა, თქვენს მიერ ნიკო კვარაცხელიას საქმის არ გამოძიება მაფიქრებინებს რომ კონკრეტულად ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს და ვინ არის უზენაესი ნეტავ ????

მკვლელი კავილაძის და ჭელიძის ჩვენება არსებობს და გადამალული გაქვთ რის ფასად???

P.S. მეგობრებო ნიკოს სურათს ჩემს გვერდზე ყოველთვის ვაზიარებ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ სურათებს, ეს ვიდეო რგოლი განსაკუთრებით მიყვარს, იმიტომ რომ ნამდვილი და გულუბრყვილოა ჩემი ბიჭი ამ კადრზე, როცა ამ ცხენზე ამხედრებულ ნიკოს ვუყურებ მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას “დარდიმანდი” რომელიც მიჰქროდა მთელი სისწრაფით რადგან იცოდა რომ დღეს თუ ხვალ აუცილებლად დამარცხდებოდა და მისი როლი მანქანებით სავსე ქალაქში სულ უფრო გაუფასურდებოდა ამ ცხენს ნამდვილად არ ვიცი რა ქვია, ის კი ვიცი რომ ჩემმა ბიჭმაც თავის მისია კაცურად შეასრულა და გაქროლდა მარადისობისკენ , ჩვენ კი დაგვანახა არაკაცები რომ ჰყოლია ქვეყანას ( აბა ადამიანს, კაცს- მისი მკვლელობა როგორ უნდა მოსვლოდა თავში და მერე ამის დაგეგმვა ეწარმოებინა ლამის

მსოფლიო მასშტაბით ჩაეთრია ახალგაზრდები)!!!

ნიკოს ცხენი კი როგორც ერთმა ახლობელმა მშობლიური სოფლიდან აღნიშნა, აუცილებლად გაქროლდება თანატოლებისთვის, სწორი ღირებულებებით სწორი მიმართულებისაკენ.

ფრთხილადო გვეუბნებიან ახლობლები!!!!

რაღასთვის ფრთხილად, მე უკვე სიკვდილს ვიცნობ ის გაცილებით კარგი ვინმეა, მან ჩემი შვილი ჩაიხუტა – წერს სოციალურ ქსელში იზა ომაძე.

ცნობისთვის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას 2021 წლის 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. ის მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “შატალოზეა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში” – ვისზე საუბრობს შალვა პაპუაშვილი
  • შეიცვლება თუ არა ამინდი – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • “დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – შსს განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge