Thursday, February 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელ ვარჯიშს გვირჩევს ექიმი წელის ტკივილისა და შფოთვის მოსახსნელად

October 21, 2023
რომელ ვარჯიშს გვირჩევს ექიმი წელის ტკივილისა და შფოთვის მოსახსნელად

ჯანდაცვის ექსპერტმა, ექიმმა მაიკლ მოსლიმ ისაუბრა ვარჯიშზე, რომელიც წელის ტკივილის მოსახსნელად და შფოთვის დასახმარებლად გამოიყენება.

პილატესი – ეს არის ნაზი ვარჯიში, რომელსაც შეუძლია გაგხადოთ ძლიერი, მოქნილი და გააუმჯობესოს თქვენი პოზა და წონასწორობა. თავის პოდკასტში მაიკლმა ილაპარაკა პილატესის სასარგებლო თვისებების შესახებ.

„თუ პილატესს სცდით, ალბათ გაგიკვირდებათ, როცა აღმოაჩენთ, რომ მოძრაობები ხშირად მცირეა და ერთი შეხედვით მარტივი. მაგრამ იდეა ისაა, რომ თუ თქვენ ნამდვილად გაამახვილებთ თქვენს გონებას თითოეულ პატარა მოძრაობაზე, დახვეწავთ თქვენს უნარს გააკონტროლოთ ღრმა კუნთები“.

ამასთან, არსებობს კვლევა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ 6 კვირის პილატესის შემდეგ, ჩოგბურთელებს შეეძლოთ თითქმის ხუთი მილი საათში უფრო სწრაფად გაერბინათ.

ასევე, 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მათ, ვინც გაიარეს პილატესის რვაკვირიანი პროგრამა, შეუმცირდათ ზურგის ტკივილი და გაუუმჯობესდათ ცხოვრების ხარისხი.

მაიკლმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ შეუძლია პილატესს ხელი შეუწყოს შფოთვის სიმპტომების შემცირებას სუნთქვაზე ფოკუსირების გამო.

მან განმარტა: „პილატესი ასევე ხაზს უსვამს ნელი ღრმა სუნთქვის მნიშვნელობას, ცხვირით ჩასუნთქვას და შემდეგ ხანგრძლივი ნელი, ძლიერი ამოსუნთქვა. ამის გამო, ვარჯიშს ასევე შეუძლია შეამციროს შფოთვა“.

პოდკასტში პილატესის ექსპერტმა, პროფესორმა რუთ მელომ, გამოავლინა ვარჯიშის სარგებელი ხანდაზმული ადამიანებისთვისაც.

„ჩვენ ჩავატარეთ ტესტი, რათა გამოგვეკვლია პილატესის სარგებელი ხანდაზმულ ქალებში. 12 კვირის განმავლობაში ისინი კვირაში ორჯერ ასრულებდნენ პილატესის ვარჯიშს. ჩვენ გავზომეთ ბალანსის ზოგიერთი ასპექტი, როგორიცაა სტატიკური და დინამიური ბალანსი. ჩვენ ასევე გავზომეთ გულ-სისხლძარღვთა გამძლეობა. 12 კვირის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ჯგუფის წევრებს გაუუმჯობესდათ ქვედა სხეულის ძალა და დინამიური წონასწორობა“ – ამბობს ექსპერტი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ხვალ, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი გამოიკითხება
  • ელისო კილაძის განცხადება – რა თქვა ჟურნალისტმა სასამართლო პროცესზე
  • პროკურატურა იძიებს ლილუაშვილის მხრიდან “ქოლცენტრების” მფარველობის ნაწილსაც – ვისი ჩვენებები დევს საქმეში ელისო კილაძის წინააღმდეგ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge