Saturday, June 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“მონათლე, მეტყოდნენ, მოიტათ, მოვნათლო-მეთქი… ვნათლავდი და ვნათლავდი, ვინც ხელში მომხვდებოდა” – ნათია ფანჯიკიძე

January 19, 2021
საერთოდ გაუქმდეს ქორწინება! – ნათია ფანჯიკიძე

თითომ რომ თითო ბუმბული მიწილადოს, კი გავფრინდები სამოთხეში შხუილ-შხუილით-მეთქი, ვფიქრობდი, ქალი ნათლია და ქალი ლოცვა-კურთხევა. ხოდა ვნათლავდი და ვნათლავდი, ვინც ხელში მომხვდებოდა, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს.

„მიდი მონათლე, მეტყოდნენ, მოიტათ მოვნათლო-მეთქი, სათვალავიც კი ამერია, იმდენი ოქროს ბავშვი მყავს გავლებული კამკამა წყალში, ღმერთმა ამრავლოთ და ახაროთ, მაგრამ მოგვიანებით გავიგე, ცარიელა ბუმბული არას გარგებს, ნათლიას ბავშვის სულიერი აღზრდა ევალებაო, ჩემიკაი-მეთქი, შემოვირტყი თავში ხელი რაზედაც, რადგან როგორც მოგახსენეთ, ბევრი არიან და სხვადასხვა კონტინენტზე თანაც და ამიტომ აქაც ვიპოვე გამოსავალი და ღმერთო, მეუთხარი, ჯერ თავი ვერ აღმიზრდია ჯერეგერთი და მერე მეორეც, ისეთები დავანათლე, მეტი ჩარევა საჭირო აღარაა, თორემ ვინ მამაძაღლი, განა მეზარება-მეთქი.

მოკლედ, რამე რომ იყოს, კი გავფრინდები, მაგრამ სადამდე მივფრინდები, გზაში დავინახავ. თუ შემეტრუსა ფრთები და გავადინე ტყაპანი, იმედია, მთლად მიწაზე არ დავეძნეყვები, ისევ ჩემი ნათლულების სიკაშკაშის წყალობით.

ყველა ჩემი ნათლული მინდა იყოს კარატისტი, კიუკიშუისტი და ტაიკვანდოისტი თავის ამბავში და სიბნელის გამნათებელი კიდევ, ხოდა ბავშვებო, თუ შეატყვეთ, რომ აღუზრდელები ხართ, დაუყოვნებლივ მითხარით და დავადგენ საკვირაო სკოლას და დავიკაპიწებ სახელმძღვანელოებს, ზოგისთვის ონ და ზოგისთვის ოფლაინ. ნათლისღებას გილოცავთ სულყველას, ჩემს მონათლულს, სხვის მონათლულს და მოუნათლავებს ზევიდან“, – წერს ფანჯიკიძე სოცქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საავადმყოფოშიც ამოვყავით თავი…“ – რას წერს გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი
  • 1-ლი ივლისიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდება – დეტალები
  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge