„არ არსებობს იმაზე მძიმე სამუშაო, ვიდრე მთელი დღე, დილის 8:00 საათიდან შუაღამემდე ცდილობდე, ლამაზი იყო“, – ეს ფრაზა მსახიობ მერილინ მონროს ეკუთვნის.
და მაინც, როგორია იყო ლამაზი, ყველას ყურადღებას იქცევდე და მოდუნების საშუალება არ გქონდეს?
იყო ლამაზი – ეს ერთგვარად ჯილდოცაა და წყევლაც – ეს კლიშეა, მაგრამ ფაქტია – ყველა ლამაზი ქალის შურთ მათსავე სქესის წარმომადგენლებს. ხომ არ დაგავიწყდათ მარიტა, რომლესაც ტალახი ესროლეს ან „მალენა“, რომელიც სილამაზის გამო ქუჩაში სცემეს….
დიახ, ეს თავად ქალებმა ჩაიდინეს, პირველი მათ ისროლეს ლამაზი ქალების წინააღმდეგ, რადგან ქალის სილამაზე ყოველთვის იქცევს დიდ ყურადღებას.
დიზაინერი მაკა ასათიანი ერთ-ერთი ულამაზესი ქალია, რომელიც ყურადღებას ყოველთვის იქცევს და ბევრისთვის ქალის იდეალიც არის.
„დღეს მელიქიშვილზე, „ოცნების“ ოფისის წინ მაკა ასათიანი იჯდა. სასიამოვნო იყო იმის ყურება, როგორ უყურებდნენ ლამაზ ქალს გამვლელები და ლამაზი ქალი როგორ ლამაზად ცდილობდა, არ შეემჩნია ამდენი ცნობისმოყვარე მზერა…“ – წერდა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანა აკობიძე მაკა ასათიანზე.
ტრაგედიები და პირველი ქორწინება
მაკა ასათიანი ცნობილი ოჯახის შვილი გახლავთ, მისი ცხოვრება, სამწუხაროდ, ტრაგედიებითაც იყო სავსე.
მოუკლეს მამა – კახი ასათიანი, მოკლეს ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარდა – დუდუ დადიანი. ორივე მკვლელობა ბურუსით არის მოცული.
პირველად იქორწინა მერაბ ჟორდანიაზე, რომელთანაც ორი ვაჟი ჰყავს.
მერაბ ჟორდანიას მაკა ძალიან უყვარდა და მისთვის სიურპრიზებსაც აწყობდა, ერთხელ ვერტმფრენიდან ვარდებიც კი მიმოფანტა ქუჩებში, თუმცა მათი გზები გაიყო.
დიზაინერის გარეგნობას უამრავმა ტრაგედიამ ვერაფერი დაატყო, ის უწინდებურად ლამაზია, თუმცა დაკვირვებული თვალი მის სახეზე სევდასაც ამოიკითხავს.