საფრანგეთის ქალაქ არასში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული ფრანგული ენის პედაგოგია, ხოლო დაშავებულებიდან ერთ-ერთი ფიზიკური აღზრდის მასწავლებელია.
თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. როგორც მედია წერს, ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია თავდამსხმელის ძმაც.
წყარო: bbc.com