ხალხში მუდამ პოპულარულია ცრურწმენები, რომლებიც საკვები პროდუქტების თილისმად გამოყენებას უკავშირდება. ბევრს სჯერა, რომ ამა თუ იმ საგანს წარმატებისა თუ იღბლის მოტანა შეუძლია, ესა თუ ის მცენარე ფულს იზიდავს და ა. შ.
ამჯერად ნაკლებად ცნობილ თილისმაზე მოგიყვებით, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცოტა მიმდევარი ჰყავს.
ითვლება, რომ სახლის კარზე კამის რამდენიმე ძირის ჩამოკიდებას ბედნიერება მოაქვს ოჯახისთვის. იგი სახლში მცხოვრებ ადამიანებს იცავს ნეგატიური ფიქრებისგან, იზიდავს ბედნიერებასა და კეთილდღეობას. ამბობენ იმასაც, რომ კამა ხელს უშლის სახლში ბოროტი და შურიანი ადამიანების ენერგიის შემოსვლას. კამის რამდენიმე ღერო შეგიძლიათ დაკიდოთ როგორც შემოსასვლელი სახლის კარზე, ასევე სამზარეულოს ფანჯრებზე.
საინტერესოა, რომ კამას საკრალურთან ერთად პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. იგი თავისი სურნელით იგერიებს მწერებსა თუ სხვადასხვა მავნებელს. თუკი საკუთარ სახლში ცხოვრობთ, ეს მცენარე ამ მხრივაც გამოგადგებათ.
ასევე დაგაინტერესებთ: კამა თუ ცერეცო? – როგორ გავარჩიოთ ეს ორი მცენარე ერთმანეთისგან
ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ კამა ძალიან სასარგებლო მწვანილია. 10 გრამი კამა შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო A და C ვიტამინების დღიური ნორმის 10 %-ზე მეტს. მასში უხვადაა ასევე ფოლიუმის მჟავა, აგრეთვე სხვა ვიტამინები და მიკროელემენტები. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ანტიოქსიდანტებია, უპირველესად ეს მონოტერპენებია (ლიმონენი და კარვონი). ისინი ბლოკავენ ბევრი კანცეროგენის მოქმედებას, მათ შორის ბენზოპირენის, რომელიც შედის სიგარეტების კვამლში. კამაში უხვადაა აგრეთვე ისეთი ფლავონოიდები, როგორებიცაა კემპფეროლი და ვიცეტინი. ეს მძლავრი ანტიოქსიდანტები აფერხებენ ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, გვიცავენ სიბერისა და სიმსივნური დაავადებისაგან.
წყარო: გემრიელია