“რა მაგის პასუხია და მასკი გადავქრაშე…” – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
“რა მაგის პასუხია და მასკი გადავქრაშე, რაც რუსეთთან ფლირტი დაიწყო. ხოდა ახლა ცოტა არ იყოს საფრთხედ მეჩვენება ეს კაცი, ამხელა ძალაუფლებით, მთელ პლანეტას რომ დაჰყურებს კოსმოსიდან კერძო პირი. იმედია, ვინმე მაინც აკონტროლებს და ასე არ ჩაუგდეს ხელში ყველაფერი. მსოფლიოს მბრძანებლობის თავისებური მანია უვითარდება დღითი-დღე და ვიდეოთამაშივით უყურებს ომსაც. უკრაინელებს როგორ ჩაუშალა იერიში. მსოფლიო ბატონობა დეცენტრირებულია არაპოლიტიკოსთა (გინდაც ცუკერბერგის) ხელში, რაც თავიდან მომხიბლავადაც კი მეჩვენებოდა, ბალანსისთვის. სანამ მასკს კეთილ მბრძანებლად ყოფნის პერიოდი ჰქონდა და ინტერნეტი ყველას უფასოდ, ელექტრომანქანები კლიმატის გადასარჩენად, კიდობანი მარსზე გასაფრენად და ა.შ. იდეებით მოძრაობდა, კი ვხარობდით ყველა და ომიანობისას ნამეტანი ბნელად ტრანსფორმირდა. ადრე რა კარგი ალღო მქონდა, შუახნის ასაკიდან სულ არასაქრაში ქრაშები შემომექრაშა, განვიქრაშე დროულად კიდევკაი. იმედია, ჯერემი აირონსიც არ გამოთაყვანდება”