მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ მეუღლეებთან დაშორებასა და, ზოგადად, საკუთარი ცხოვრების შესახებ გადაცემაში “ნიკოლოზის კითხვები” ისაუბრა.
„მეორე ცოლთან, ანი ჩიქოვანთან, მე ვარ დამნაშავე. მე ძალიან ცუდად მოვიქეცი. მარტო ღალატი არ იყო, ძალიან ცუდად მოვიქეცი. რაც შეეხება ენის, მაგ ასაკში, ეტყობა, ამხელა პასუხისმგებლობები ძნელია. უცებ 2 ბავშვი და ვერ აჰყვა სიტუაციას და წავიდა. ელემენტარული ბავშვის ჩაბანა-დაბანა და რაღაცები ქალში ხომ არის ინსტინქტის დონეზე, მასთან არ იყო. მე მეგონა, იდეალურ რაღაცაში აღმოვჩნდი და თურმე იმდენად არასწორი იყო ეს ყველაფერი… ბრმები ვართ ეს კაცები. ამას, იცით, როდის მივხვდი? კლინიკიდან გამოვედი და, წარმოიდგინეთ, ხვალ მაქვს სპექტაკლი, მეთქი, ბავშვები ვის დავუტოვო და კლუბიდან იმიტომ არ მოვიდა, რომ დამავიწყდაო. რა დაავიწყდა? რომ ბავშვები უნდა დაეტოვა? სერიოზულად ვერ აღიქვამდა ასეთ რაღაცებს, მივხვდი, რომ ბავშვთან მქონდა ურთიერთობა. მივხვდი, რომ უნდა ავრიდებოდი. არანაირი შერიგების შანსი არ არის“, – აღნიშნა მსახიობმა.
მან ასევე გაიხსენა თავისი ცხოვრების სხვა ეპიზოდები.
„უბანში ვინც ნარკოტიკს არ ეხებოდა, ის არ ითვლებოდა ყურადსაღებად. გოგო ებს მოსწონდი, თუ ფხიზელი არ იყავი. რაღაც ასეთი სტერეოტიპი იყო. 10 წლის მანძილზე ნარკოტიკი იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. ძალიან კარგი წლები გამოვტოვე. 28 წლიდან 38 წლამდე ხდებოდა ეს ყველაფერი. მახსოვს, დოი “მაკბეტს” დგამდა, ჩემსა და ნანკაზე იყო საუბარი, რომ გვეთამაშა…. ვიცი, რომ ფორმაში არ ვიყავი, მაგრამ მივედი რეპეტიციაზე და დოის ვთხოვე, ორი კვირა მომეცი და ჩავდგები ფორმაში-მეთქი. უარი თქვა. ყველამ იცოდა, რომ მიდრეკილება მქონდა. სცენაზე სულ ფხიზელი გავდიოდი. უფრო გადაღებები ჩამიშლია, მაგალითად, “ცხელი ძაღლის”. ერთხელ ზაზა ურუშაძე ისე გაბრაზდა, შემარცხვინა მთელ “სასტავში”, აი, ამის გამო მთელი დღის მანძილზე ტყუილად იმუშავეთო, გადამღებ ჯგუფს უთხრა“, – თქვა გიორგი ყიფშიძემ.