თუ მობილური ტელეფონი შემთხვევით წყალში ჩაგივარდათ და დაგისველდათ, რამდენიმე წუთში შეიძლება ის გამოუსადეგარ ნივთად გადაიქცეს. იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად ეს შედეგი აიცილოთ თავიდან, გაეცანით ინსტრუქციას:
მოხსენით უკანა პანელი ტელეფონს, ამოიღეთ ელემენტი და SIM ბარათი. თუ უკანა ნაწილი არ იხსნება, უბრალოდ გათიშეთ ტელეფონი. ამით თქვენ შეამცირებთ მოკლე ჩართვის ალბათობას;
მოათავსეთ ტელეფონი პირსახოცზე ან გაახვიეთ მასში, დაელოდეთ მის სრულ გაშრობას. სასურველია დადოთ პირსახოცი მზეზე ან გამათბობელზე;
დაიცადეთ 5-6 საათი. თუ ტელეფონი არ ამუშავდა, შეეცადეთ დაშალოთ მობილური ბოლომდე და მშრალი ქაღალდის საწმენდით ყველა დეტალი გაწმინდეთ. ასევე, შეგიძლიათ ნაწილები დაამუშაოთ სპირტით, რადგან სპირტი კარგად ერევა წყალს და ადვილად ორთქლდება.
ჩადეთ ტელეფონი ბრინჯით სავსე კონტეინერში ან თეფშზე. დააფარეთ ზემოდან და დატოვეთ ღამით. ბრინჯი შეიწოვს მთელს სისველეს ტელეფონიდან.
თუ ზემოთ აღნიშნული მეთოდებიან არცერთმა არ უშველა – ეს ნიშნავს, რომ თქვენს ტელეფონში მოხდა მოკლე ჩართვა. მოკლე ჩართვას კი თქვენით ვერ შეაკეთებთ, ასე რომ გირჩევთ უახლეს მობილურების შესაკეთებელ სერვისში წაიღოთ.
წყარო: პრაიმტაიმი