ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რადიობიოლოგიის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ გია იორდანიშვილის გარდაცვალების გამო.
დიდი მწუხარებითა და გულისტიკივილით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს.
პანაშვიდი: 4 და 5 ოქტომბერს.
მისამართი: ნუცუბიძის პლატო, II მიკრორაიონი, II კვარტალი, მე-7 კორპუსი, ბინა 17”