ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA) მონაცემების თანახმად,
როგორც ელექტრო, ისე ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისები ეფექტურია ნადების მოსაშორებლად, რომლებიც იწვევს კარიესებს და დაავადებებს.
ელექტროჯაგრისის უპირატესობები
უფრო ეფექტურად აშორებს ნადებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრო ჯაგრისები უფრო მეტად ამცირებს ნადების და გინგივიტის (ღრძილების ანთებას) განვიტარებას, ვიდრე ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისები. ელექტრული კბილის ჯაგრისის გამოყენების სამი თვის შემდეგ ნადები შემცირდა 21%-ით, ხოლო გინგივიტი 11%-ით.
მოსახერხებელია შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებისთვის. ელექტრო კბილის ჯაგრისები სამუშაოს უმეტესობას თავად აკეთებს. ისინი შეიძლება სასარგებლო იყოს შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანებისთვის.
ნაკლები ნარჩენები. როდესაც კბილის ჯაგრისის განახლების დრო დგება, უმეტეს შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ ჯაგრისის თავის გამოცვლა.
დასუფთავების პროცესით მეტი კმაყოფილება. ერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები უფრო კონცენტრირებულნი არიან კბილების გახეხვის დროს ელექტრო კბილის ჯაგრისის გამოყენების შემთხვევაში.
ბავშვებისთვის უფრო მიმზიდველი. ბევრ ბავშვს არ უყვარს კბილების გახეხვა. ელექტრო კბილის ჯაგრისს შეუძლია ბავშვის დაინტერესება და ჯანსაღი ჩვევის გამომუშავება.
კბილის ელექტროჯაგრისის ნაკლოვანებები
ფასი. ელექტრო კბილის ჯაგრისები უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისები და რეგულარულად უნდა შეიცვალოს.
ტრანსპორტირება ყოველთვის არ არის მოსახერხებელი. ელექტრო კბილის ჯაგრისები ჩვეულებრივ უფრო მოცულობითია ვიდრე ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისები
საზიანოა თუ არა ელექტრო კბილის ყოველდღიურად გამოყენება?
თუ კბილის ელექტროჯაგრისს სწორად იყენებთ, ეს თქვენს ჯანმრთელობას არ დააზარალებს.
ნუ გაიხეხავთ კბილებს ძალიან დიდხანს ან ძალიან ხშირად – ამან შეიძლება დააზიანოს კბილის მინანქარი და ღრძილები.
დროულად შეცვალეთ კბილის ჯაგრისის თავი — შეცვალეთ მისი გამოყენების დაწყებიდან სამი თვის შემდეგ. გაცვეთილი ან გატეხილი ჯაგრულები უსარგებლოა კბილების გახეხვისთვის.
წყარო:მკურნალი