Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“12 555 ადამიანს თვეში საშუალოდ 55 ლარის ანაზღაურება აქვს” – საქსტატი

October 3, 2023
“12 555 ადამიანს თვეში საშუალოდ 55 ლარის ანაზღაურება აქვს” – საქსტატი

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება პარასკევს, 6 ოქტომბერს, პარლამენტში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ინიციატივას შეიტანს.

პროფკავშირების ინფორმაციით, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს დაახლოებით 190 ათას მოქალაქეს გაუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა.

კერძოდ, პროფკავშირების საკანონმდებლო წინადადების თანახმად, მინიმალური ხელფასი საქართველოში 1999 წელს განისაზღვრა და თვეში მხოლოდ 20 ლარს შეადგენს. ეს თანხა ქვეყნის საარსებო მინიმუმზე 12,5-ჯერ, ხოლო საშუალო ხელფასზე 80-ჯერ ნაკლებია.

შესაბამისად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასი უნდა გაიზარდოს „საქსტატის“ მიერ დაანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-მდე.
ცნობისთვის, საქსტატის 2023 წლის მე-2 კვარტალის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასმა 1 804.5 ლარი შეადგინა. შესაბამისად, თუ პროფკავშირის ინიციატივა დამტკიცდება ამ მონაცემებით მინიმალური ხელფასი ქვეყანაში უნდა იყოს – 721,8 ლარი.

ამასთან, პროფკავშირები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით, ავრცელებს ცნობებს რომლითაც, 100 ლარზე დაბალი ხელფასი საქართველოში 12 555 ადამიანს აქვს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ანაზღაურების სახით, თვეში საშუალოდ 55 ლარს იღებენ. ამავე მონაცემებით, თვეში 100 ათას ლარზე მაღალი ხელფასი 277 ადამიანს აქვს და მათი ანაზღაურება თვეში, საშუალოდ – 530 940 ლარია. 500 ლარამდე ხელფასი კი აქვს – 131 841 ადამიანს, ასევე 190 000-ზე მეტ ადამიანს აქვს თვეში 636 ლარზე ნაკლები ანაზღაურება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge