გასულ შაბათ-კვირას თბილისობა აღინიშნა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას აღნიშნული დღესასწაული მიულოცა.
ორბელიანის მოედანზე “თბილისობის” ღონისძიებებს კალაძე თავის ვაჟთან და მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.
“მინდა ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, ადგილობრივ მცხოვრებლებს და თბილისის სტუმრებს მივულოცო დღევანდელი დღე. ხედავთ, როგორი სასიამოვნო გარემოა, უამრავი ადამიანია გამოსული. დღეს და ხვალ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში. ამინდი და განწყობა შესანიშნავია, მობრძანდით, ყველას გელოდებით.
რა შეიძლება გისურვოთ დღევანდელ მოცემულობაში? – პირველ რიგში მშვიდობა, რადგან მშვიდობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა. ასევე ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება, რათა ამ ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში მცხოვრები ადამიანები იყვნენ ბედნიერები“, – განაცხადა კახა კალაძემ… განაგრძეთ კითხვა ბმულზე