მთავრობის გადაწყვეტილებით, ქატოსა და ქერის იმპორტის შემთხვევაში დამატებითი საფასური 100 ლარით განისაზღვრება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ფქვილის იმპორტის შემთხვევაში კი საფასური დამატებით 50 ლარით გაიზრდება და ჯამში ტონაზე 250 ლარი დაწესდება.
“მოგეხსენებათ, რომ გლობალურად მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით ძალიან არასტანდარტული ვითარებაა შექმნილი ხორბლის ფასის ფორმირების, ზოგადად ლოჯისტიკის კუთხით.
ამ მიმართულებით, რამდენიმე თვის წინ გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რითაც ასე ვთქვათ, ანომალიური ვითარება ფქვილის იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით სამართლიანად დაბალანსდა. კერძოდ, ფქვილის იმპორტზე დაწესდა 200 – ლარიანი დამატებითი საფასური. თუმცა ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ბოლო პერიოდში კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება ფქვილის იმპორტი, ეს განპიროვნებულია ისევ და ისევ ფასის არასტაბილური ფორმირებით, იმ ჭარბი მოსავლით, რაც მსოფლიოში არსებობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დამატებით 50 ლარი, ანუ ჯამში ტონაზე 250 ლარი დაწესდეს საფასური ფქვილის იმპორტის შემთხვევაში. განაგრძეთ კითხვა