ბრიტანული გამოცემა citizen-femme საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მეუღლესთან ინტერვიუს აქვეყნებს. რუბრიკას ჰქვია “როგორ აკეთებს ის ამას”, ჟურნალისტი წერს, რომ სილამაზის ფილოსოფიაზე, ოჯახზე, მოგზაურობაზე და მის ბრენდზე, Code 8 Beauty -ის დამფუძნებელს სოფია ჩიქოვანს ესაუბრა. “ის სამი შვილის დაკავებული დედაა, მაგრამ ახერხებს ჰქონდეს საკუთარი თავისთვის დრო, მოგზაურობს შვილებთან ერთად ან მათ გარეშე…” – წერს გამოცემა.
ინტერვიუ გაცნობითი ხასიათის კითხვით იწყება, სადაც ქალი ოჯახის შესახებ საუბრობს…
– მე ვარ მაკიაჟის ბრენდის Code8-ის მფლობელი და კრეატიული დირექტორი, რომელიც ოთხი წლის წინ შევქმენი. ბოლო 10 წელია მე და ჩემი ოჯახი ლონდონში ვცხოვრობთ 3 შვილთან ერთად, მათი ასაკია: 21, 16 და 7. მანამდე საქართველოში ვცხოვრობდით, საიდანაც ვართ წარმოშობით მე და ჩემი მეუღლე.
მუშაობა 19 წლის ასაკში დავიწყე. ვსწავლობდი უნივერსიტეტში და თან სამსახური მქონდა. ყოველთვის მინდოდა, რომ სწავლის პარალელურად პრაქტიკული გამოცდილებაც მქონოდა. 2001 წელს დავაარსე ინტერიერის დიზაინის კომპანია, რადგან დიზაინი და არქიტექტურა ყოველთვის მხიბლავდა – ეს ორივე მიმართულება კვლავაც იკავებს მნიშვნელოვან როლს ჩემს ცხოვრებაში. დღესაც შემიძლია საათობით ვეძებო სახლების დეკორაციის ვარიანტები. 2017 წელს კოსმეტიკის სამყაროში შევაბიჯე და 2019 წელს დავიწყე Code8-ის გამოშვება. განაგრძეთ კითხვა