მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლემ, პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა.
„ჩემო მეგობრებო
ჩემთვის პირადად დემნას ეს უთბილესი წერილი იყო, პარიზიც, ბალენსიაგას ჩვენებაც, ლელასთვის გამოგზავნილი საჩუქრებიც. მადლობა კიდევ ერთხელ დემნას და დიდი მადლობა საბა ბახიას“, – წერს მამუკაშვილი.
„გამარჯობა, ლელა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზში! იმედია, მოგეწონებათ ჩემი ხვალინდელი ჩვენება.
პატივისცემით, დემნა გვასალია“, – ვკითხულობთ დემნას მიერ გაგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ბალენსიაგას“ მიერ პარიზში გამართულ 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებას ლელა წურწუმიაცა და კახა მამულაშვილიც ესწრებოდნენ.