პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Balenciaga-ს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მისმა ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ წარადგინა. პირველი მოდელი, რომელმაც შოუ გახსნა, დემნა გვასალიას დედა, ელლა იყო.
ბნელეთის მოციქულთა მოტრფიალე ბალენსიაგა, რომელმაც ლამაზად შეკაზმა პედოფილია ბოდიშის მოხდით, აგრძელებს სიმახინჯის და დისჰარმონიის პროპაგანდას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა წერს:
„სატანსიაგა
ან დევილიაგა.
სანამ აღტკინებული ქართველები ბალენსიაგას ეტრფიან,
სატანიზმს არ სძინავს.
ვინც არ იცის, რქიანი ბნელი სამყაროს და ბოროტი ზრახვებით მსოფლიოს განადგურებით შეპყრობილი ხელმწიფის მსახურთ არ სძინავთ და სიკეთის მქადაგებელ სხვა რელიგიებთან ერთად მსოფლიო რწმენის რიგებში ოფიციალურად იმკვიდრებენ ადგილს- რქიანი ხელმწიფის გამოსახულება იესოს და ბუდდას გვერდით თანაბრად ფიგურირებს და არანაკლები სამწყსო ჰყავს.
ბნელეთის მოციქულთა მოტრფიალე ბალენსიაგა, რომელმაც ლამაზად შეკაზმა პედოფილია ბოდიშის მოხდით, აგრძელებს სიმახინჯის და დისჰარმონიის პროპაგანდას, შენიღბულად ბნელ მხარეს დაპატიჟებით.
განათლება ერთია, სულიერ ჰარმონიას უსულოდ ვერ მოსთხოვ.
კითხვევი ვისაც გაქვთ, როგორ მოხვდე მსოფლიოს ოლიმპზე- როგორც კიმ კარდაშიანი საუკუნის წინ გარდაცვლილ მერილინ მონროს კაბას ძარცვავს და თავის უაზროდ გადოდებულ უკანალზე ხევს, რომ მოიპაროს უკვდავების საიდუმლო, ისე დემნა ახევს ცნობილ ტრენდებს სულს და ბნელეთში მიათრევს უსულო, ფულის დიდებას მოწყურებულ ბონძღებს.
იგივე ეხება მის მოტრფიალე ლიტვინოვას, ბეიონსეს და სხვათა.
ნებისმიერი სულიერი (ხაზს ვუსმევ, ს უ ლ ი ე რ ი) და არა უბრალოდ ადამიანი, ხვდება ამ საძაგელ პროპაგანდას.
საძაგლობაა, სანამ ჯერ დაგვიტოვეს ლაპარაკის და აზრის გამოხატვის უფლება, ვიტყვი- საძაგლობაა.
საამაყოა’ ქართველი ოლიმპზე, მაგრამ უკაცრავად, ჯოჯოხეთის გადმობრუნებულ ოლიმპზე შემწვარი სულის ტრიუმფი, ჩემში აღტაცებას არ იწვევს და ამ
ემოციებში და აღქმაში, საბედნიეროდ, მარტო არ ვარ.
დემნას დედას გაუხსნია ჩვენება და დაუხურია დემნას მეუღლეს, ბოიფრენდს-ოკულტიზმის სრული კანონის დაცვით, შავი მაკიაჟით და ბალენსიაგას ჩვენებისთვის დამახასიათებელი ბოროტი გამოხედვით, რომელიც ბალენსიაგას საფირმო ნიშანია.
აფერუმ. ბოროტების სვლას.
არადა, დიდების მოპოვების მიზანი, ამ სულდაკარგულთათვის სამუდამოდ მიუწვდომელი გარდასახვის უკვდავებაა.
სად დიდი მოდის რენესანსის კრისტიან დიორის, ჟივანშის, ბალენსიაგას, შანელის, ივ სენ ლორანის დახვეწილი ჰარმონია და სად ეს ბოროტების კივილი.
ღმერთი თქვენსკენ, დაკარგულებო.
კიმ კარდაშიანიც არ მოსცდა, ეშმაკისეულები სრული შემადგენლობით.
ბოლო კადრი მაინც ‘გლიჯავს’,
ეშმაკი კრავის ტყავშია დემნას მუსიკალური გაფორმების ზედამხედველი ქმარი.
სიმბოლური ალიანსი, მსოფლიოს სატანისტური ანტიჰუმანური პოლიტიკის“ – წერს იუნა შაფათავა.