“გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:
შაქარი რომ გაიშვიათდა, გაძვირდა და ბოლოს მთლად გაქრა ბებია ძველებურად მურაბებს ვეღარ ხარშავდა და ამას საშინლად განიცდიდა.
გამოსავალი იპოვნა, ვფიქრობ ძველ დროს ნანახი ან გაგონილი თუ ჰქონდა.
ჭეიშვილის ყურძნის წვენს კარგად დაადუღებდა და ნიკადო ან კიფერის მსხლის თხელ ნაჭრებს ადუღებულ ბადაგიან სამურაბე ტაშტში ჩააწყობდა, ისევ წამოადუღებდა და ჩაისთან, საღამოობით, ფეხიან ვაზაზე ამაყად მოგვართმევდა.
მას მერე არაფერი მსგავსი სიგემრიელის აღარ გამისინჯავს.
მართალია ახლა შაქარი უფრო იოლი მოსაპოვებელია ვინემ ჭეიშვილის ყურძენი, ნიკადო, ფრანგულა ან კიფერი მსხალი, მარა მაინც უნდა ვცადო.. – წერს ზურა შევარდნაძე.