ადამიანები ხშირად თავს არიდებენ თხილეულის მიღებას მათი მაღალკალორიულობისა და ცხიმოვანი შემცველობის გამო.
თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ჭამდნენ ნუშის, ისევე იკლებდნენ წონაში, როგორც ისინი, ვინც არ ჭამდა.
მათ ასევე განიცადეს კარდიომეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესება სხვადასხვა ინდიკატორებში.
კვების ექსპერტები ამბობენ, რომ თხილი, როგორიცაა ნუში, შეიცავს სხვადასხვა საჭირო საკვებ ნივთიერებებს.
იგი დაბალანსებული დიეტის ნაწილია, და შეუძლია წონის მართვაში ხელის შეწყობა.
კვლევა, რომელიც ჟურნალში Obesity გამოქვეყნდა, ვარაუდობს, რომ თხილი შეიძლება იყოს დიეტის დამატება.
კვლევამ, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო, დაადგინა, რომ ადამიანებმა, რომლებიც კალორიებით შეზღუდული დიეტის შემადგენლობაში ნუშს მიირთმევდნენ, დაკარგეს სხეულის წონის დაახლოებით 9.3%.
მათ ასევე განიცადეს კარდიომეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, როგორიცაა არტერიული წნევა, სისხლში შაქრის დონე და ლიპიდები.
როგორ დაგეხმარებათ ნუში წონის დაკლებაში
ნუში არის ერთ-ერთი მაღალცხიმიანი საკვები, რომელიც უნდა შეიტანოთ თქვენს დიეტაში. ცხიმებს აქვთ გარკვეული უარყოფითი გავლენა ქოლესტერინისა და წონის მენეჯმენტთან დაკავშირებით, მაგრამ ცხიმები არის აუცილებელი საკვები ნივთიერებები, რომლებიც უნდა იყოს ნებისმიერი დაბალანსებული დიეტის ნაწილი, ეს ეხება სასარგებლო ცხიმებს. თხილეულში არსებული მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმები იცავს გულს, პოტენციურად ამცირებს ნადების წარმოქმნას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიების ჩაკეტვა და ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს.
თხილეული შეიცავს პროტეინებს, მრავალფეროვან ვიტამინებსა და მინერალებს, რაც ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს. თხილეული ხელს უწყობს წონის კლებას, რადგან უზრუნველყოფს ნაყროვანების განცდას და მის შენარჩუნებას.
თხილეულის მოხმარებისას უნდა გვახსოვდეს ზომიერება. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ პორციების ზომას, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი კალორიების მიღება.პორციის რეკომენდებული ზომა უდრის დაახლოებით იმას, რაც შეგიძლიათ ხელში დაიჭიროთ.
წყარო მკურნალი