თანამედროვე სამყაროში უამრავი საშუალება არსებობს სარეცხის ეფექტურად რეცხვისთვის, ლაქების ამოსაყვანად, ფერის შესანარჩუნებლად, თუმცა ხშირად ძველი, ბებიების მიერ ნასწავლი ხერხი, უმარტივესი და უიაფესი, ბევრად ეფექტური აღმოჩნდება ხოლმე.
როდესაც სარეცხი ისე კარგად არ ირეცხება, როგორც ჩვენ გვსურს, მით უმეტეს, თუ ნივთი დალაქავებულია, სცადეთ და გამოიყენეთ მარილი. დიახ, ჩვეულებრივი მარილი, რომელიც თურმე მარტო სამზარეულოსა და კულინარიაში როდი გამოიყენება. ეს ნივთიერება ძალიან კარგი საშუალება ყოფილა ლაქების ამოსაყვანად, ქსოვილისთვის ფერის შესანარჩუნებლად და წყლის დასარბილებლადაც კი. ის უბრალოდ უნდა დაამატოთ სარეცხი მანქანის დოლურაში რეცხვის დროს. გამოცდილი დიასახლისები ირწმუნებიან, რომ მარილის გამოყენების შემდეგ ქსოვილი რბილდება ისევე, როგორც სარეცხის კონდიციონერის გამოყენების შემთხვევაში.
წყარო: marao.ge