“ნოდარ მელაძის შაბათში” პრემიერის ცოლის ოჯახის ქონებაზე ვრცელი სიუჟეტი გავიდა. საუბარი იყო ბაკურიანში მდებარე მიწის ფართობზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის სიდედრის სახელზე გადაფორმდა.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის სიდედრის მაია პაპიაშვილის სახელზე 930 კვადრატული მეტრი მიწა 2023 წლის 10 ივლისს გადაფორმდა.
“ნასყიდობის ხელშეკრულებით მაია პაპიაშვილმა მიწა ბაკურიანის ტყის პირას ყოველგვარი სესხის გარეშე, ნაღდი ანგარიშსწორებით კერძო მფლობელისგან შეიძინა. დოკუმენტის მიხედვით, პრემიერის პენსიონერმა სიდედრმა, რომელსაც არც ბიზნესი აქვს და არც სხვა სახის შემოსავალი უფიქსირდება, მიწის ნაკვეთში თითქმის 400 ათასი ლარი გადაიხადა.
დოკუმენტის მიხედვით, პრემიერის პენსიონერმა სიდედრმა, რომელსაც არც ბიზნესი აქვს და არც სხვა სახის შემოსავალი უფიქსირდება, მიწის ნაკვეთში თითქმის 400 ათასი ლარი გადაიხადა. პრემიერ-მინისტრის ცოლის მშობლების სახელზე არანაირი ბიზნესი იძებნება. ოფიციალური მონაცემებით თამაზ თამაზაშვილის და მაია პაპიაშვილის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. პირველი ლედის ძმა კი რომელიც ამტკიცებს, რომ ბაკურიანის ტყის პირას, პრემიერის სიდედრის სახელზე გაფორმებულ მიწაში თითქმის 400 ათასი გადახადა იმ კომპანიის მეწილეა, რომელმაც როგორც დოკუმენტებში წერს დიდი ზარალი ნახა” – აღნიშნულია სიუჟეტში, რომელიც შაბათს გავიდა.
ღარიბაშვილის ცოლისძმა ალექსანდრე თამაზაშვილი გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განმარტებას სოციალურ ქსელში აკეთებს და წერს, რომ “ტვ პირველს” საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
“მორიგი სისულელე “გამოაცხეს” და ჩვეული სუბიექტურობით და ცინიზმით შეთხზეს ტყუილი, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ… ნათელია , რომ ტელევიზიის ოპოზიციონერი ბოსები და მათი დამფინასებლები, ვერ ეგუებიან ირაკლის სწორი, ეროვნული პოლიტიკის გატარებას და ყველანაირად ცდილობენ სიცრუის შექმნით და ტირაჟირებით საზოგადოების შეცდომაში შეიყვანას.
ძალიან მეუხერხულება და ვფიქრობ, რომ არაა ლამაზი, საკუთარ წარმატებებზე და ფინანსურ მდგომარეობაზე საჯაროდ საუბარი. თუმცა, რადგან ადამიანის “გაშავებაში” და ტყუილის ტირაჟირებაში გამოწრთობილმა, ოპოზოციურმა ტელევიზიამ გადაწყვიტა, ჩემს მიერ გაწეული, პირადი საქმიანობა, ირაკლის წინააღმდეგ – “შავ პიარად“ აქციოს..
გადავწყვიტე, მცირე კომენტარი გავაკეთო საზოგადოებისთვის. ჩემი ოჯახი 20 წელზე მეტია ფლობს კომერციულ ფართებს თბილისში და დედოფლისწყაროში, რაც რატომღაც გამორჩათ.. ერთ -ერთი კომერციული ფართი კი ოთახნახევრიან საცხოვრებლად წარმოაჩინეს… რეალურად 85 კვადრატული კომერციული ფართია, რომელიც 1998 წლიდან გაქირავებულია.. მერვე წელია, რაც კახეთში ბიზნესი წამოვიწყე და ამ ხნის მანძილზე გავაშენეთ 150 ჰექტარი ვენახი, ავაშენეთ ერთ-ერთი თანამედროვე ღვინის ქარხანა საიდანაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი გამაჩნია… აღნიშნული ბიზნესი ერთ-ერთ გადაცემაში დეტალურად აღწერეს იგივე “ჟურნალისტებმა” , ჩვეული დრამატურობით უყვებოდნენ მოსახლეობას, თუ რახმელა ბიზნესს ვფლობდი კახეთში…
იმ დროს მასე აწყობდათ: მდიდარ ადამიანად წარმოვეჩინე და მაგ კუთხით დაეზიანებინათ ირაკლი. გუშინდელი გადაცემაში კი აღნიშნული ბიზნესი, წამგებიან საქმიანობად “აქციეს”.. ასევე , ჩემს მეგობრებთან ერთად , საკმაოდ წარმატებულად ვახორციელებ კრიპტო ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომლიდანაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მივიღე… შესაბამისად, მაქვს საშუალება შევიძინო 800 კვადრატულ მიწის ნაკვეთი კერძო პირისგან…
თქვენი ბოსების, დამკვეთების და დამფინსასებლებისგან განსხვავებით, ჩემი და ირაკლის ოჯახი არ გამდიდრებულა ბიუჯეტის ხარჯზე და არასოდეს აგვიგია სხვების უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება… ესაა სიმართლე და ამ სიმართლით გაუმარჯოს ჩემს ოჯახს” – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.