Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქალებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 60 წლის კაცი – რა მოხდა

October 2, 2023
ხულოში მწვანე ტბიდან მაშველებმა კაცის ცხედარი ამოიტანეს

რა მოხდა: 27 სექტემბერს ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაცია საფარმა განაცხადა, რომ იცავდა 18 და 19 წლის ახალგაზრდა ქალების ინტერესებს, რომელთა მიმართ 60 წლის კაცის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ნიშნები იკვეთებოდა.

  • კერძოდ, გაუპატიურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, ადევნება, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო-ვიდეომასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება, იძულება, ტრეფიკინგი.
  • ორგანიზაციის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ იგივე პირი არასრულწოვანების მიმართაც ჩადიოდა მძიმე დანაშაულს.
  • ახალგაზრდა ქალებმა პოლიციას 19 სექტემბერს მიმართეს და როგორც ორგანიზაცია წერდა, 27 სექტემბრამდე ერთი მათგანი არ გამოუკითხეს და მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება არ იყო დაწყებული.
  • რაც შეეხება მეორე ქალს, საფარის ინფორმაციით, მისი დაცვის მიზნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი და მოძალადეზე დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.
  • ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ ამ შემთხვევაში, ეს სრულიად არასაკმარისი ღონისძიება იყო ქალის დასაცავად.

დეტალები: მათივე განცხადებით, ახალგაზრდა ქალი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა და მას აიძულეს გაუპატიურების შესახებ ესაუბრა კაცი პოლიციელების წინაშე.

  • “გამოკითხვისას პოლიციელები გამოძიებისთვის სრულიად არასაჭირო და ქალისთვის დამამცირებელ კითხვებს უსვამდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთ მსხვერპლს პოლიციის განყოფილებაში ხანგრძლივი დროის გატარება მოუწია მოძალადის გვერდით, რაც მისთვის დამატებითი სტრესი იყო”, — წერდა საფარი.
  • ორგანიზაცია მოითხოვდა, ინტიმური შინაარსის პირადი და პერსონალური ინფორმაციის მოპოვება-შენახვა-გავრცელების ნაწილში სისხლის სამართლის მიმართულებით გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაეწყო, სხვა დანაშაულები კი თბილისის მთავარ საგამოძიებო სამმართველოს გადაცემოდა.
  • საფარმა მიმართა სახალხო დამცველსაც, დაინტერესდეს ამ საქმით და გამოძიების პროცესს გაუწიოს შესაბამისი მონიტორინგი.

შსს-ს დღევანდელი განცხადებით, 1963 წელს დაბადებული ლ.მ. გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგოებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მათ მიმართ მუქარასაც ახორციელებდა”, — წერს უწყება.

 

წყარო: “On.ge”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • „უთხრა, რომ მოკლავდა და დააბეტონებდა…“ – პოლონეთში 37 წლის ქართველი დააკავეს
  • “მინდა თვალებში ჩავხედო და ვუთხრა…“ – ყაზბეგში მოკლული კაცის ცოლის ექსკლუზიური ინტერვიუ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge