“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“რომ იცოდეთ – სააკაშვილის არხს, ანუ მთავარ არხს, ევროპული საქართველოს ინიციატივა აფხაზეთში გენოციდის აღიარებაზე, არ გაუშუქებია.
(არც ღონისძიება, არც ესტონეთის და ლიტვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები, არც გამოფენა)
300 ათასი დევნილის და 3.7 ქართველის პრიორიტეტი სააკაშვილის რუპორის ყურადღების მიღმა რჩება.
სამაგიეროდ შუქდება სააკაშვილის ორშაბათს გახსნილი მისაღები, რომელიც არ გახსნილა.
ხომ ხვდებით რატომ ნადგურდება მთავარი არხი? ხომ ხვდებით რატომ არ აწვდის არცერთი დასავლური ორგანიზაცია დახმარებას? რატომ არიან მხოლოდ და
მხოლოდ ოლიგარქიული დაფინანსების იმედზე?
მთავარი არხი არ არის მედია.
მთავარი არხი სააკაშვილის სიყალბის მანქანაა.
და დასავლეთიც ასეთად ხედავს”