Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რისი ჭამა შეგიძლიათ სინამდვილეში საღამოს 18:00 სთ-ის შემდეგ

September 28, 2023
რისი ჭამა შეგიძლიათ სინამდვილეში საღამოს 18:00 სთ-ის შემდეგ

ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გის რჩე­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ვარ­კვი­ოთ, რა არის მითი და რა რე­ა­ლო­ბა 18:00 სა­ა­თის შემ­დეგ ჭა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მითი 1: სა­ღა­მოს 6 სა­ა­თის შემ­დეგ ჭამა ცუ­დია

ეს ალ­ბათ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­თია დი­ე­ტი­სა და ჯან­სა­ღი კვე­ბის სამ­ყა­რო­ში. უმ­რავ­ლე­სო­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ 18:00 სა­ა­თის შემ­დეგ ვახ­შა­მი სა­ზი­ა­ნოა ფი­გუ­რი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

რე­ა­ლო­ბა: კვე­ბის დრო არ არის გა­დამ­წყვე­ტი თქვე­ნი სხე­უ­ლის­თვის. ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოხ­მა­რე­ბუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა და საკ­ვე­ბის ხა­რის­ხი. ჭა­მის დრო­ის შე­ზღუდ­ვა შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო იყოს მათ­თვის, ვინც სა­ღა­მოს ჭარ­ბად ჭამს ან უჭირს ღა­მით და­ძი­ნე­ბა მძი­მე ვახ­შმის გამო. თუმ­ცა, ბევ­რის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვინც აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბის წესს ეწე­ვა ან გვი­ა­ნო­ბამ­დე მუ­შა­ობს, 18:00 სა­ა­თის შემ­დეგ ვახ­შა­მი გა­მარ­თლე­ბუ­ლი­ცაა და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც.

მითი 2: გვი­ა­ნი ვახ­შა­მი იწ­ვევს წო­ნის მა­ტე­ბას

წო­ნის მა­ტე­ბის პრინ­ცი­პი ასე­თია: თქვენ იღებთ იმა­ზე მეტ კა­ლო­რი­ას, ვიდ­რე წვავთ. და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი და არას­წო­რად შედ­გე­ნი­ლი კვე­ბის რა­ცი­ონს შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს ცხი­მის დაგ­რო­ვე­ბა ორ­გა­ნიზ­მში.

რე­ა­ლო­ბა: წონა და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა იმა­ზე, თუ რო­დის მი­ირ­თმევთ ვახ­შამს, არა­მედ თქვენს სა­ერ­თო კა­ლო­რი­ულ ბა­ლანსზე. თუ თქვენ მო­იხ­მართ იმა­ზე მეტ კა­ლო­რი­ას, ვიდ­რე ხარ­ჯავთ, წო­ნა­ში მო­ი­მა­ტებთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­დის ჭამთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვახ­შმის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გი, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ მსუ­ბუქ კერ­ძებს, ასე­ვე აკონ­ტრო­ლეთ პორ­ცი­ის ზომა.

მითი 3: რძის პრო­დუქ­ტე­ბი არ უნდა მი­ირ­თვათ სა­ღა­მოს

შემ­დე­გი მითი ეხე­ბა რძის პრო­დუქ­ტებს, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ისი­ნი უნდა მი­ირ­თვათ დი­ლით და შუ­ა­დღეს და არა სა­ღა­მოს. რძე და რძის პრო­დუქ­ტე­ბი კალ­ცი­უ­მის და სხვა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წყა­როა. გარ­და ამი­სა, რძე შე­ი­ცავს იოდს, კა­ლი­უმს, ფოს­ფორს და ვი­ტა­მი­ნებს – B2, B1 და B12. მა­წო­ნი მთლი­ა­ნად ინარ­ჩუ­ნებს რძე­ში შე­მა­ვალ სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად, ად­ვი­ლად შე­სათ­ვი­სე­ბე­ლი და მო­სა­ნე­ლე­ბე­ლია.

რე­ა­ლო­ბა: რძის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა მა­წო­ნი, იო­გურ­ტი, რძე და ხაჭო, ცი­ლის, კალ­ცი­უ­მის და სხვა ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლი წყა­როა. მათი სა­ღა­მოს მოხ­მა­რე­ბა არა მხო­ლოდ უსაფრ­თხოა ორ­გა­ნიზ­მის­თვის, არა­მედ სა­სარ­გებ­ლოც. მა­გა­ლი­თად, რძის პრო­დუქ­ტე­ბის ცილა ხელს უწყობს კუნ­თე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ნაყ­რო­ვა­ნე­ბის გრძნო­ბას, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ჭარ­ბი კვე­ბა სა­ღა­მოს.

თუმ­ცა სა­ღა­მოს ვახ­შმის­თვის რძის პრო­დუქ­ტე­ბის არ­ჩე­ვი­სას უმ­ჯო­ბე­სია უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭოთ უცხი­მო ვა­რი­ან­ტებს, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ზედ­მე­ტი კა­ლო­რი­ე­ბი.

რძის პრო­დუქ­ტე­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი რომ მი­ი­ღოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყუ­რა­დღე­ბით შე­არ­ჩი­ოთ მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ხა­რის­ხით გა­მორ­ჩე­უ­ლი „დღის“ ასორ­ტი­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბია: ყვე­ლი, მა­წო­ნი, არა­ჟა­ნი, ხაჭო, აი­რა­ნი, „დღის“ პრო­დუქ­ცია დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში.

მითი 4: 14+ სა­ა­თი­ა­ნი შიმ­ში­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სარ­გებ­ლოა

ეს ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბაა, რო­მელ­საც ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. ნე­ბის­მი­ე­რი დი­ე­ტის მსგავ­სად, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს უკი­დუ­რეს შე­ზღუდ­ვებს, ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლი შე­იძ­ლე­ბა სა­ზი­ა­ნო იყოს ორ­გა­ნიზ­მის­თვის. პირ­ველ რიგ­ში, ექ­სპერ­ტე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ურ­ჩე­ვენ ამ ტი­პის დი­ე­ტას ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს, ასე­ვე ორ­სუ­ლებ­სა და მე­ძუ­ძურ ქა­ლებს. ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლი არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი კვე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რად­გან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­ვე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნი მიდ­რე­კი­ლია ჭარ­ბი ჭა­მის­კენ. გარ­და ამი­სა, მე­ტა­ბო­ლურ­მა შეც­ვლამ შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს მათ, ვი­საც აქვთ დი­ა­ბე­ტი. ფაქ­ტია, რომ ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლით ხე­ლოვ­ნუ­რად ვზღუ­დავთ კვე­ბის დრო­ე­ბით პე­რი­ო­დებს და თუ ეს პე­რი­ო­დე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის ბუ­ნებ­რივ ცირ­კა­დულ რიტმს („ბი­ო­ლო­გი­ურ სა­ათს“), ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მე­ტა­ბო­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის დარ­ღვე­ვა. ამა­ვე მი­ზე­ზით, ინ­ტერ­ვა­ლუ­რი შიმ­ში­ლი არ არის შე­სა­ფე­რი­სი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ ცვლა­ში – მათი ცირ­კა­დუ­ლი რით­მე­ბი უკვე დარ­ღვე­უ­ლია. არც სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის.

გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის, მო­ი­ცავს მუდ­მი­ვი შიმ­ში­ლის შეგ­რძნე­ბას, თავ­ბრუს­ხვე­ვას, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, გუ­ლის­რე­ვას, თა­ვის ტკი­ვილს და და­ბინ­დულ აზ­როვ­ნე­ბას.

18:00 სა­ა­თის შემ­დეგ საკ­ვე­ბის არ­ჩე­ვის მთა­ვა­რი წესი – მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ზო­მი­ე­რე­ბაა. რა­ცი­ონ­ში შე­ი­ტა­ნეთ ცი­ლე­ბი, ბოსტნე­უ­ლი, მარ­ცვლე­უ­ლი და ჯან­სა­ღი ცხი­მე­ბი. რძის პრო­დუქ­ტე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვი და­მა­ტე­ბაა სა­ღა­მოს დი­ე­ტა­ში.

ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ 18:00 სა­ა­თის შემ­დეგ ჭა­მის, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ხა­რის­ხი. თვა­ლი ადევ­ნეთ მთლი­ან კა­ლო­რი­ულ ბა­ლანსს და თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა ამის­თვის მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ.

წყარო:ამბები.ჯი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მარნეულში, თხრილში ორი მუშა ჩავარდა – არსებული ინფორმაციით, ერთი მათგანი დაიღუპა
  • „თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ“ – “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge