“ხშირად უთქვამთ, უი, რამდენი მტერი გყოლია…” – ამის შესახებ სასულიერო პირი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.
“ხშირად უთქვამთ, უი, რამდენი მტერი გყოლია…
გამღიმებია… ადამიანის ერთადერთი მტერი-საკუთარი სისუსტეებია…
მერე გვერდით-არასწორად შერჩეული ადამიანები… ესეც შენი არჩევანის შედეგია…
დანარჩენები მტრები კი არა, სულელები არიან… ყოველთვის ავიწყდებათ, მარტო ქმედებების გამო არა, ფიქრებითაც ვისჯებით…
თუ ვინმეს სხვისი განადგურება სურს, თავად განადგურდება…
თუ შურით არის შეპყრობილი, მის სულს სიმშვიდე და მოსვენება არ გაეკარება…
თუ ორპირი და ფარისეველია, ხელმოცარული რჩება…
თუ ძირს გითხრის, ორმოში თავად აღმოჩნდება…
ამიტომ, ყველა საკუთარ თავს მტრობს…
შენ იყავი სუფთა, მართალი, ნამდვილი და შენ მიმართ უსამართლოდ გამოსროლილი ქვები, უკან მიუბრუნდებათ!..”