Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქარ­თვე­ლე­ბი დამნაშავეებად, ხოლო აფხაზები უცოდ­ვე­ლე­ბად არი­ან წარ­მო­ჩე­ნი­ლი” – აურზაური ფილმ “იარე, ლიზას“ ირგვლივ

September 28, 2023
“ქარ­თვე­ლე­ბი დამნაშავეებად, ხოლო აფხაზები უცოდ­ვე­ლე­ბად არი­ან წარ­მო­ჩე­ნი­ლი” – აურზაური ფილმ “იარე, ლიზას“ ირგვლივ

რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის “იარე, ლი­ზას” ირ­გვლივ აჟი­ო­ტა­ჟი გრძელდება.

ფილმმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის გაბრაზება გა­მო­იწ­ვია. გუ­შინ კი­ნო­თე­ატრ “ამი­რან­ში” ფილ­მი შუა ჩვე­ნე­ბი­სას, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, და­ტო­ვეს მა­ყუ­რებ­ლებ­მა.

მათ აზრით, ფილმში გად­მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი რე­ა­ლო­ბას არ ასა­ხავს, რადგან სცე­ნარ­ში, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტ ლია ტოკ­ლი­კიშ­ვილს ეკუთ­ვნის, ქარ­თვე­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად, ხოლო აფხა­ზე­ბი უცოდ­ვე­ლე­ბად არი­ან წარ­მო­ჩე­ნი­ლი.

აღნიშნულ ფილმს სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი: „სამ­წუ­ხა­როდ, ეს ფილ­მი, რო­მე­ლიც წუ­ლუ­კი­ა­ნის ბრძა­ნე­ბით და­ფი­ნანსდა, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, ისე­ვე რო­გორც ფარ­ცხა­ლა­ძის ტროლ­ფაბ­რი­კე­ბი. ჩვენ გვა­გუ­ე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტე­რი­ტო­რი­ის და­კარ­გვას, ამის­თვი­საც მოკ­ლეს ლა­ზი­კის პრო­ექ­ტი და ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენტს ბოქ­ლო­მი და­ა­დეს იმი­ტომ, რომ ორი­ვე დიდი პრო­ექ­ტი აფხა­ზეთ­თან გვა­ახ­ლო­ებ­და“, – და­წე­რა მან.

სააკაშვილს უპასუხა კულტურის სამინისტრომ.

„გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ბოლო დროს სხვა­დას­ხვა მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა­ზე აქ­ტი­უ­რად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის – „იარე ლიზა“ – გა­და­ღე­ბა კულ­ტუ­რის ახ­ლან­დელ­მა მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა „ბრძა­ნა“.ამ სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბას სა­თა­ვე და­უ­დო სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვის, ამ­ჟა­მად პა­ტი­მარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ტყუ­ილ­მა.უპირ­ვე­ლე­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ ფილ­მე­ბი მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბე­ბით არ ფი­ნანსდე­ბა. რო­გორც ჩანს, სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვეს თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის ხა­ნა­ში ერე­ვა ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის მი­ნის­ტრის მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლი. ასე­ვე, შე­ვახ­სე­ნებთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა 2021 წლის მარ­ტში. კი­ნო­ხე­ლო­ვან­თა ერთი ჯგუ­ფი, მათ შო­რის – რე­ჟი­სო­რი ნანა ჯა­ნე­ლი­ძე, მას დღემ­დე აკ­რი­ტი­კებს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის რე­ფორ­მის გამო, რო­მე­ლიც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლო­ბა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნი კონ­კურ­სე­ბის მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. ფილ­მის – „იარე ლიზა“ – გა­და­ღე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან თავ­და­პირ­ვე­ლად 2019 წელს და­ფი­ნანსდა (300 000 ლარი), მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კი­ნო­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის – გაგა ჩხე­ი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი­ნო­ცენ­ტრმა ფილ­მის გა­და­ღე­ბის­თვის უკონ­კურ­სოდ გა­მო­ყო კი­დევ 240 690 ლარი. 2020 წელს, იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, უშუ­ა­ლო ჩა­რე­ვით ფილ­მის­თვის და­მა­ტე­ბით, ისევ უკონ­კურ­სოდ, გა­მო­ი­ყო 1 200 000 ლარი. სულ ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და კი­ნო­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გაგა ჩხე­ი­ძის, ხელ­შე­წყო­ბით გა­მო­ი­ყო 1 740 690 ლარი“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასევე თავისი პოზიცია დააფიქსირა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა: „ამ ფილ­მის ავ­ტო­რი ქალ­ბა­ტო­ნი დღეს ჩემ­გან “იცავს” ქარ­თულ კი­ნოს. ეს ფილ­მი არ მი­ნა­ხავს და ვნა­ხავ აუ­ცი­ლებ­ლად, ვი­ნა­ი­დან მი­ნის­ტრი ამ ქვეყ­ნის შვი­ლია და მა­საც აქვს უფ­ლე­ბა, ჰქონ­დეს აზრი და ამ აზ­რის გა­მოთ­ქმის თა­ვი­სუფ­ლე­ბა (ქალ­ბა­ტო­ნო ნანა!). მით უმე­ტეს, რომ ბევ­რი წელი და­ვა­ხარ­ჯეთ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იმას, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს ეთ­ქვა სი­მარ­თლე – რუ­სე­თი ოკუ­პა­ცი­ას აგ­რძე­ლებს, ან­წუ­ხე­ლი­ძე, სოფ­რო­მა­ძე და სხვე­ბი ოკუ­პან­ტმა მოკ­ლა და ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და ჩა­ა­ტა­რა, და რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა!!! ამ დროს, მე იუს­ტი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, თქვენ კი ამ ფილ­მს იღებ­დით. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, ეს ფილ­მი სა­პი­რის­პი­როს არ ამ­ბობს იმი­სა, რაც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ თქვა ჩვენ­ზე, ქარ­თვე­ლებ­ზე და ჩვენს სი­მარ­თლე­ზე…მაგ­რამ ვნა­ხავ და მექ­ნე­ბა ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მო­გე­წო­ნე­ბათ, მერე მი­მარ­თავთ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ღია წე­რი­ლით და მო­თხოვთ მო­რიგ­ჯერ, რომ გა­მა­ჩე­როს (ასე გეს­მით თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შექ­სპი­რის სო­ნე­ტე­ბი, არა­ვი­ძემ რომ კარ­გად იცო­და)… და ვერ მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ პა­სუხს.ის კი ვიცი, და ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­და­ნაც ვი­სა­უბ­რე წინა კვი­რა­ში, რომ ფილ­მი ჩა­წყო­ბით (!), უკონ­კურ­სოდ (!) და­ი­ფი­ნან­სა რე­ჟი­სორ­მა ნანა ჯა­ნე­ლი­ძემ პრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას­გან. და ახლა ჩა­წყო­ბებ­ზე აწყო­ბი­ლი კი­ნო­ცენ­ტრის რე­ფორ­მას უპი­რის­პირ­დე­ბა. გა­სა­გე­ბია“, – წერს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

ფილმის გუშინდელი ჩვენების ფოტოს წყარო – AMBEBI.GE

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს
  • “რუსეთი ოპერაციებს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც გეგმავს” – რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge