Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ის მე-19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა – როგორ დასრულდა მარლბოროს ჰერცოგინიას ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

September 27, 2023
ის მე-19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა – როგორ დასრულდა მარლბოროს ჰერცოგინიას ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

სერ ჰენრი ჩენონის, კონსერვატიული და ეპოქის უდიდესი დოკუმენტალისტის დღიურებში, 1943 წლის დეკემბერში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერი ინახება. სერ ჰენრი საიუველირო მაღაზიაში მყოფ უცნობ პიროვნებას დეტალურად აღწერა: ნაცრისფერ ფლანელის შარვალი, გრძელი, ოქროსფრად შეღებილი თმები, მამაკაცის ყავისფერი ქუდის, დიდი, ფართო ტყავის ქამრით გადაჭერილი ქურთუკი. „მხოლოდ მაშინ, როცა ამ საშინელ არსებას კარგად დავაკვირდი, მასში ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად წოდებული გლედესი, მარლბოროს ჰერცოგინია ამოვიცანი. მივუახლოვდი, მინდოდა გავსაუბრებოდი, მაგრამ როგორც კი შემამჩნია, მაღაზიიდან გავარდა.“

ის მე-19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა - როგორ დასრულდა მარლბოროს ჰერცოგინიას ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

გლედის დიკონი 1881 წელს, პარიზში დაიბადა. გლედისი ყოველთვის ლამაზი გარეგნობით გამოირჩეოდა. იგი თითქმის ყველა ცნობილი მხატვრის მუზა იყო. მისი თვალები ბლენჰაიმის პორტიკის ჭერზეა გამოსახული და დღემდე უყურებს მნახველებს.

ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში მარლბოროს მეცხრე ჰერცოგზე, ჩარლზ რიჩარდ ჯონ სპენსერ-ჩერჩილზე დაქორწინება ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელიც, იმ დროს, ამერიკელი ბიზნესმენის ქალიშვილზე, კონსუელა ვანდერბილტზე იყო დაქორწინებული. კონსუელოსთან ბედნიერი არ ყოფილა, მაგრამ ვანდერბილტის ფული ბლენჰეიმის სასახლის შენარჩუნებსითვის სჭირდებოდა. 1906 წელს ჰერცოგი ცოლს დაშორდა. მომდევნო თოთხმეტი წლის განმავლობაში, გლედისი ჰერცოგისგან ხელის თხოვნის მოლოდინში იყო. და საბოლოოდ, 40 წლის ასაკში მარლბოროს ჰერცოგინია გახდა.

ის მე-19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა - როგორ დასრულდა მარლბოროს ჰერცოგინიას ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

ბლენჰაიმის სასახლეს ეპოქის საუკეთესო ხალხი სტუმრობდა – დუგლას ფერბენკსითა და მერი პიკფორდით დაწყებული, პორტუგალიის მეფითა და ჰერცოგის ბიძაშვილით, უინსტონ ჩერჩილით დამთავრებული. გლედისს და ჩარლზს საკუთარი შვილები არ ჰყოლიათ, წყვილის ურთიერთობაზე ამან უარყოფითად იმოქმედა. ამას ჰერცოგინიას ფულის უსასრულო ხარჯვაც ემატებოდა, რაც ოჯახში ხშირი ჩხუბის მიზეზი იყო. ერთ-ერთ სადილზე ჰერცოგმა რევოლვერი ამოიღო და ცოლს დაუმიზნა. მოგვიანებით კი მსახურები გაათავისუფლა და საგვარეულო სასახლე გაყიდა. გლედისი უნდა წასულიყო.

ის მე-19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა - როგორ დასრულდა მარლბოროს ჰერცოგინიას ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

ჰერცოგინიას უკანასკნელი წლებს ჰენრი ჩენონი თავის დღიურში დეტალურად აღწერს: „1968 წელს, როცა პირველად წავიკითხე ჰერცოგინიას შესახებ, არ ვიცოდი, ცოცხალი იყო თუ არა. მისი ბოლო ცნობილი მისამართი გავიგე, წერილი გავაგზავნე, მაგრამ უკან დამიბრუნეს წარწერით: „ადრესატი წავიდა“. მისი ადგილსამყოფელი ბლენჰაიმშიც მოვიკითხე, სადაც მშრალად მიპასუხეს: „მასზე არ ვლაპარაკობთ“.

1975 წელს სამხრეთ ნორთჰემპტონშირის სოფელ ჩაკომბში ჩავედი, სადაც გავარკვიე,რომ ჰერცოგინია ჯერ გრანგის ფერმაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნორთჰემპტონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სწორედ იქ ვიპოვე. უზარმაზარი საავადმყოფოს კერძო ფსიქიატრიულ პალატაში იწვა. თითქმის მთლიანად ყრუ იყო, კბილები არ ჰქონდა და საერთოდ არ ახსოვდა, რომ ერთ დროს ჰერცოგინია იყო. გლედისი 1977 წელს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.”

 

წყარო: marao.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძის დედა გარდაიცვალა
  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge