გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში, 28 სექტემბრამდე მოსალოდნელ ამინდზე ინფორმაციას ავრცელებს:
სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ, ქვეყანაში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
,,დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსს გადააჭარბებს. კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
თბილისში 26-27 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს, ხოლო 27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 26 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს, ხოლო 27 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 26 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 27 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება,” – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.