ყველა მორწმუნე დადის ეკლესიაში, ზოგი უფრო ხშირად, ზოგი ძალიან იშვიათად. მათთვისაც და სხვებისთვისაც ეს ადგილი წმინდაა და ეხმარება ცოდვებისგან განწმენდაში. მაგრამ არის მოქალაქეთა მესამე კატეგორიაც, რომლებიც ეკლესიაში დადიან არა ლოცვის, აღსარებისა და ზიარებისთვის, არამედ სხვების დასაზიანებლად. ისინი იმედოვნებენ, რომ ცხოვრებას გაუადვილებენ საკუთარ თავს. ამიტომ არ შეიძლება სხვა სანთლიდან საკუთარის ანთება.
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ დაიცვათ თავი არაკეთილსინდისიერი ადამიანებისგან
ეკლესია არის ადგილი, რომელსაც კარგად იცნობენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ჯადოქრები და მაგები. ისინი აქ მოდიან საკუთარი მიზნებისთვის, რაც ეწინააღმდეგება არა მარტო რელიგიურ მორალს, არამედ უნივერსალურსაც, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ მათ, ჩვენი მიზანია ვისწავლოთ ენერგეტიკული ვამპირის ამოცნობა და დავიცვათ თავი იმ უსიამოვნებებისგან, რაც მას შეუძლია, მოგვაყენოს.
1. ტაძრის შესასვლელთან ხშირად ვხვდებით მათხოვრებს. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, მხოლოდ შესვლამდე და სიტყვებით:
„გამცემის ხელი არ გაღარიბდეს“.
თუ ამას აკეთებთ წირვის შემდეგ, გასასვლელში, მაშინ შეგიძლიათ მთელი ენერგია „გაანულოთ“ და მათხოვარს მისცეთ ის, რაც სულიერად შეიძინეთ.
2. გარდა ამისა, როცა სხვა მრევლს შორის ხარ, შეიძლება შეამჩნიო ადამიანი, რომელსაც ხელები აქვს გადაჯვარედინებული ისე, რომ მარცხენა ხელი მარჯვენას ზევით აქვს მოქცეული. ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ წინაშე არ დგას ქრისტიანი – ის ემსახურება ბნელ ძალებს. ნათელი ძალები რომ არ შეეხოს, ჯადოქარი ასე იცავს თავს. ამიტომაც ის ზურგს არ აქცევს საკურთხეველს, წასვლისას უკან იხევს.
3. თუ შეამჩნევთ, რომ ეკლესიაში ვიღაც საათის ისრის საწინააღმდეგოდ დადის და შემდეგ, თითქოს შემთხვევით, ხელით გეხება, შემობრუნდით: თუ ადამიანი თქვენს უკან დგას, მაშინ ის ენერგეტიკული ვამპირია. მას სურს, გადმოგცეთ თავისი უბედურება და იკვებება სხვისი ენერგიით. ამ წრის გასაწყვეტად, გააკეთეთ საპასუხო მოქმედება: დაუყოვნებლივ დატოვეთ თქვენი ადგილი და ჯადოქრის გვერდით გავლისას, მარცხენა ხელით დაარტყით მას, შეგიძლიათ გამოიყენოთ იდაყვი – ეს აგარიდებთ დაზიანებას.
4. ეკლესიიდან გასვლისას ფრთხილად უნდა იყოთ. თუ ვინმე მოულოდნელად გუმბათების რაოდენობის დათვლას გთხოვს, ამაზე უარი უნდა თქვათ. დაიმახსოვრეთ, რომ პატარა ერთგუმბათიან ეკლესიებთან ადამიანები მარტოობას „ტოვებენ“, სამგუმბათიან ეკლესიებთან მათ შეუძლიათ შიშები და უბედურებები „გადააგდონ“, ხოლო დიდ, ხუთგუმბათიანთან – სნეულებები.
მთავარ მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, არ იცის ქცევის წესები და მით უმეტეს, არ იცის როგორ დაიცვას თავი ჯადოქრებისგან.
შეიძლება ჯადოქარი მოგიახლოვდეს, თითქოს დახმარება უნდა, თავისი სანთელი შემოგთავაზოთ, ასანთებად და ნელ-ნელა, უკუსვლით გავიდეს ეკლესიიდან. ეს ქმედება უბრალოდ ეხმარება ჯადოქარს, ზიანი მიაყენოს სხვას.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი თავის დასაცავად?
სანთელი უნდა აანთოთ მხოლოდ სანთლიდან, რომელიც ყოველთვის ანთებულია ცენტრში – ეს დაგეხმარებათ, სხვისი უბედურება არ გადაიტანოთ საკუთარ თავზე. თქვენ ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ არავინ აანთებს ცეცხლს თქვენი სანთლიდან. ადამიანმა შესაძლოა, წაგართვათ ის ბედნიერება, რომელსაც უფალს სთხოვდით. ამიტომ არ მოშორდეთ სანთელს, სანამ ის ნახევრამდე მაინც არ დაიწვება, შემდეგ კი თავად ჩააქროთ თითებით. თუ თქვენი სანთელი იწყებს ხრჩოლვას, მაშინ შეხედეთ თქვენს ფეხქვეშ: ხომ არ დგახართ რაიმე საგანზე. ჯადოქრები ხანდახან ისვრიან ნემსს, რომელიც მოჯადოებულია. რატომ არ უნდა მოშორდეთ თქვენ მიერ ანთებულ სანთელს? რომ არ გადაიტანონ სხვა ადგილას. ეს შესაძლოა, არაკეთილსინდისიერმა პირებმა გააკეთონ, რათა ისარგებლონ თქვენი ლოცვითა და ენერგიით.