Sunday, October 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მსჯავრდებულები რამდენიმე დღის წინაც შიმშილობდნენ…“ – რას ჰყვება ადვოკატი ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულების შესახებ

September 22, 2023
„მსჯავრდებულები რამდენიმე დღის წინაც შიმშილობდნენ…“ – რას ჰყვება ადვოკატი ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულების შესახებ

გუშინ უფლებადამცველმა ლევან ჭელიძემ სოციალურ ქსელი გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მას ქუთაისის ციხიდან პატიმარი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ არაადამიანურად ეპყრობიან.

ჭელიძე აღნიშნავდა, რომ პატიმარს ტელეფონი გაეთიშა და, სავარაუდოდ, ის გაუთიშეს.

ამ საკითხზე „მეტრონომი“ ლევან ჭელიძეს დაუკავშირდა.

„პატიმრისთვის ტელეფონის გათიშვის შემთხვევა ჩემთვის პირველი იყო.

მსჯავრდებულები რამდენიმე დღის წინაც შიმშილობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, რომ არ ეწეოდა სათანადო სამედიცინო დახმარება. ისინი პრეტენზიას გამოთქვამდნენ ციხის ადმინისტრაციასთან მიმართებით.

რაც შეეხება გასულ კვირას, ვადასტურებ, რომ ციხეში ბუნტი ნამდვილად იყო.

მაშინ სახალხო დამცველმა თქვა, რომ ამ დროისთვის იქ არაფერი ხდებაო. ამ დროში იგულისხმება 20:52 საათი, რადგან ლევან იოსელიანის პოსტი ამ დროს გამოქვეყნდა.

როცა იურისტები ვწერდით, რომ პრობლემა იყო 23:00, 24:00 და ღამის 01:00 საათებში, სახალხო დამცველის წარმომადგენელი 21:00 საათზე ვისთან და რატომ შევიდა ციხეში?

რეალობა კი ასეთი იყო – იმ დღეს ჩემი კოლეგები შევიდნენ ციხეში. დაწესებულებაში ისმოდა ძალიან დიდი ხმაური. იმ პატიმრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ბუნტში, ადვოკატებს არ ახვედრებდნენ, იმიტომ რომ, სავარაუდოდ, ნაცემები იქნებოდნენ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ საღამოს 20 პატიმარი იყო საავადმყოფოში გადაყვანილი. ან სცემეს მათ, ანაც პატიმრებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.

ამასთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას მე ვერ გეტყვით, მაგრამ პენიტენციალურ დაწესებულებაზე მარტივად შეუძლია თქვას კი ან არა. დაწერონ საჯაროდ“, – განაცხადა ლევან ჭელიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძმამ პოლიციელს წიხლი ჩაარტყა, რის შემდეგაც განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ მხოლოდ ჯარიმა დააკისრა და გაათავისუფლა – რას ჰყვება რუსეთი მოქალაქე საქართველოში მომხდარზე
  • პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გაავრცელა და წაშლის სანაცვლოდ თანხა მოითხოვა – მარნეულში ერთი პირი დააკავეს
  • “მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე” – ცოტნე ანანიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge