თაკო ჩარკვიანი იუბილარია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, ჯონი გიგანი წერს და ცოლს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.
„გილოცავ თაკო დაბადების დღეს, 30 წელია ერთად ვართ, 99% შენ ხარ ოჯახის ბურჯი. ძალიან ბევრჯერ განერვიულე, მაგრამ ყველაფერი წუხილის გარეშე გადამატანინე, ეს იქნება ტერაქტი თუ თავდასხმები, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე გადავიტანეთ ერთად, შენ ხარ მოუდრეკელი, თბილი, უღალატო გოგო.. ალბათ წერა, რომ შემეძლოს ასობით მოთხრობას მოგიძღვნიდი, როგორც პიროვნებას და უერთგულეს ადამიანს… ხომ იცი თავზე მეტად მიყვარხარ, ჩემო ბედნიერებავ, წინ თავისუფლებისკენ, მე შენთან ვარ მუდამ“ – წერს ჯონი გიგანი.