5 წელია რაც მაღალმთიან აჭარაში ვმოგზაურობ ,არა ერთი ტურისტულად უცნობი თუ ნაკლებად ცნობილი ადგილი წარგიდგინეთ.
დღეს მინდა კიდევ ერთი საინტერესო მთა გაგაცნოთ ,ადგილობრივები მას ,,მაწყვალთა კარაპეტის მთას ” უწოდებენ , რომელიც მდებარეობს მარეთის ხეობაში ზღვის დონიდან 2300 მეტრზე.
ყოველ წელს, ზაფხულის დასაწყისში, შუახევის სოფლების მაწყვალთა და კარაპეტის მაცხოვრებლები სამი თვით მიდიან საზაფხულო იალაღებზე პირუტყვის გამოსაკვებად და რძის პროდუქტების დასამზადებლად, მათვის დილა 6 საათზე იწყება და დაღამებამდე შრომობენ. ფასდაუდებელია მათი ღვაწლი.
ადგილობრივების თქმით გასულ საუკუნეში ეს არე-მარე დამყრობლების ხელში აღმოჩენილა, სოფლის მაცხოვრებლებმა მთის დასაბრუნებლად ოქროს მონეტები შეუგროვებიათ, თუმცა არ ეყოთ, მათ სხვა სოფლის მცხოვრებლებიც დაეხმარნენ და შეძლეს გამოესყიდათ მამაპაპისეული მიწები.
მეგზურობისთვის და მასპინძლობისთვის მადლობა ჯიმი აბაშიძეს ,ზურაბ აბაშიძის ოჯახს და ასევე გულითადი მადლობა ოლეგ მაკარაძეს“,-წერს ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა.
წყარო: epilogi.ge