საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა შვილებთან ერთად დუშეთში ცხოვრობენ. მათ ორი ვაჟი, თემო და თომა ჰყავთ. ამჯერად მაკა ჩიჩუა სწორედ შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს: „ყველაზე მეტად იცი, რომელი მიყვარს, რომ მღერი? ლუი არმსტრონგს“ – ისმის ვიდეოში, უსაყვარლესი პატარა კი მუსიკოსის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტს ასრულებს.
