2 წლის წინ Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია მოკლეს.
ნიკოს დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ღვთისმშობელო ხვალ თქვენი დაბადების დღეა🤍🤍🤍 გილოცავთ✨✨✨
ორი წლის წინ 21 სექტემბერს უძვირფასესი ბრილიანტი მოგიძღვენით🤍🤍🤍მას მერე სიბნელეა, ირგვლივ აღარ ბრჭყვიალებს, მე კი მტკივა, მონატრება მტანჯავს, უსამართლობა და უიმედობა მანადგურებს😔😔😔
ღვთისმშობელო ვერ ჩავდექი ჩემს ნიკოსა და სიკვდილს შორის და ძალიან მრცხვენია😔😔😔
თხოვნას შემოგბედავ ღმერთის დედავ🤍ძალიან ნუ დააგვიანებ, რადგან მომავალს მომავლის გარეშე გვიტოვებენ, შვილებს ქუჩაში გვიხვრეტენ და არჩევანის უფლებას ართმევენ😔😔😔
და მთელი გულით შეგთხოვ:
“მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა🙏🙏🙏“, – წერს ის.