ამ კვირაში ცაზე ორი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. 19 სექტემბერს, მზე-ნეპტუნის ოპოზიციაში ყოფნამ, ბევრი რთული ასპექტი გამოიწვია, რომელმაც ბევრი ადამიანი შესაძლოა, ცრუ მდგომარეობებში აღმოაჩინოს. შესაძლოა, თქვენი რეალობის აღქმა დამახინჯებული და დაფარული იყოს. ეს შეიძლება შევადაროთ მირაჟს უდაბნოში, როდესაც ჩნდება მიმზიდველი, სასიამოვნო გამოსახულებები, რომელთა უკან სინამდვილეში სულ სხვა რამ დგას.
მაგრამ სანამ მირაჟი არსებობს, ადამიანს შეიძლება, გაუჭირდეს იმის დადგენა, თუ რა არის სინამდვილეში. იზრდება ცრუ შეფასებებისა და განსჯის, ცრუ ზრახვების ალბათობა. შეიძლება იყოს შეცდომები, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას. უფრო ფრთხილად უნდა იყოთ მედიკამენტების და საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენებისას. შეიძლება გაჩნდეს ცრუ ეჭვიანობის გრძნობა, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პირად ურთიერთობებზე.
21 სექტემბერს, მზე-პლუტონის ჰარმონიული ასპექტმა შეიძლება, ძლიერ ადამიანებს თავის გამოვლენის კარგი საშუალება მისცეს. თქვენ შეძლებთ ძალაუფლების განხორციელებას სხვა ადამიანებზე. ძლიერდება ინტელექტუალური აქტივობა.
ვერძი
კვირის ბოლომდე, შესაძლოა, ბიზნესში წააწყდეთ დაბრკოლებებს. შეიძლება, იგრძნოთ, რომ ვიღაც, ან რაღაც გბლოკავს. უფრო მეტიც, რთულდება იმის დადგენა, თუ საიდან მოდის პრობლემა. ეს დღეები შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობის გაუარესებასთან. ეცადეთ, ფიზიკურად არ გადატვირთოთ და ემოციურად იყავით გაწონასწორებული. მომავალი კვირიდან ყველაფერი დალაგდება.
კურო
კვირის ბოლომდე, შესაძლოა, არახელსაყრელი პერიოდი იყოს რომანტიკული ურთიერთობებისთვის და მეგობრული კონტაქტებისთვის. შესაძლოა, თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გარკვეული დროით გართულდეს. არ არის გამორიცხული, უთანხმოების მიზეზი იყოს საყვარელი ადამიანის ეჭვიანობა. შესაძლებელია, უშუალო კონფლიქტი საყვარელ ადამიანსა და მეგობრებს შორის.
ეს არ არის საუკეთესო დრო ექსპერიმენტებისთვის და რაღაცის გასაუმჯობესებლად. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის ან ქაღალდებთან მუშაობისთვის.
ტყუპები
კვირის ბოლომდე, ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ, მეტი დრო გაატარონ ოჯახთან. ეს შესანიშნავი დროა მნიშვნელოვანი საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად. რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ მარტოობაში და ოჯახურ ურთიერთობაში, მით უფრო მშვიდად და ჰარმონიულად გაივლის ეს დრო. კარიერული წინსვლის პოტენციური შეთავაზებებისგან, ამ დროისთვის, სჯობს, თავი შეიკავოთ.
კირჩხიბი
ეს დღეები არახელსაყრელია მოგზაურობისთვის. დოკუმენტების მომზადებისას, შეიძლება, გადააწყდეთ ბიუროკრატიულ შეფერხებებს. კვირის შუა რიცხვებიდან კვირის ბოლომდე დგება ხელსაყრელი დრო პარტნიორთან კონსტრუქციული დიალოგისა და კომპრომისული გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ეს ეხება არა მხოლოდ ოჯახურ ურთიერთობებს, არამედ საქმიან პარტნიორობას. ალბათ აზრი აქვს, რომ პარტნიორს არ ჩაერიოთ მის ინიციატივებში.
ლომი
ლომისთვის, კვირის ბოლომდე პერიოდი, შესაძლოა, ფინანსურ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. შეიძლება, სასწრაფოდ დაგჭირდეთ დიდი თანხა, რომლის შოვნა, ან სესხება ადვილი არ იქნება. შეეცადეთ, მაქსიმალურად შეამციროთ თქვენი ხარჯები და თავი შეიკავოთ საკრედიტო ბარათებით შოპინგისგან.
შეგიძლიათ, გააკეთოთ სასარგებლო შესყიდვები თქვენი სახლისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება ხელსაწყოებსა და ტექნიკურ საშუალებებს. პროფესიულ საქმიანობაში, საქმეები უმჯობესდება.
ქალწული
კვირის ბოლომდე, ქალწულებს ურჩევენ პარტნიორთან ურთიერთობისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. საუბარია როგორც საქმიან პარტნიორზე, ასევე სექსუალურ. ეცადეთ, ურთიერთობას უფრო ტოლერანტულად მიუდგეთ და არ მისცეთ უფლება საკუთარ თავს სხვაზე ზეწოლის უფლება. არ არის რეკომენდებული საჯარო ღონისძიებებზე დასწრება და განსაკუთრებით, საქორწინო ღონისძიებაზე.
უმჯობესია, არ შეეცადოთ ისაუბროთ თქვენს პარტნიორთან მომავალი ურთიერთობებზე. ეცადეთ, ურთიერთობას უფრო რბილად და ტოლერანტულად მიუდგეთ, გაითვალისწინეთ საყვარელი ადამიანის აზრი. ეს შესანიშნავი დროა შერიგებისთვის.
სასწორი
კვირის ბოლომდე, სასწორებს ურჩევენ, ყურადღება გაამახვილონ ყველაზე მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტაზე, რომლებიც ფართო საჯაროობას არ ექვემდებარება. კარგი დროა საიდუმლო შეხვედრების, პაემნების მოსაწყობად და კულისებში არსებული საკითხების განსახილველად.
კვირის მეორე ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც სულიერ პრაქტიკას სწავლობს. მარტოობაში გატარებული დრო დადებითად იმოქმედებს თქვენს სულიერ მდგომარეობაზე.
მორიელი
კვირის ბოლომდე, მორიელებს ურჩევენ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ მეგობრული და რომანტიკული ურთიერთობის დროს. ეს დღეები შეიძლება, დაკავშირებული იყოს დაძაბულობასთან მეგობრებთან და შეყვარებულთან ურთიერთობაში. თავი შეიკავეთ ჭორებისგან – ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ცრუ ინფორმაციის საფუძველზე კონფლიქტი.
უპირატესობა მიანიჭეთ ყველაფერს, რაც დროში გამოცდილია.
მშვილდოსანი
კვირის ბოლომდე, მშვილდოსნებს ურჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პროფესიულ საქმიანობას და ოჯახურ ურთიერთობებს. ორივე ეს თემა შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს. შესაძლოა, მიიღოთ პერსპექტიული კარიერული შეთავაზება. თუმცა, იმის გამო, რომ ახალ დავალებას დამატებითი სამუშაო დრო დასჭირდება, ოჯახის წევრები შეიძლება,ამას კატეგორიულად შეეწინააღმდეგონ.
დიდია ალბათობა, თქვენი შემოსავალი გაიზარდოს, ოღონდ, თქვენი ქმედებები იყოს პრაქტიკული და წინდახედული.
თხის რქა
კვირის ბოლომდე, თხის რქები შეიძლება, ხშირად წააწყდნენ სირთულეებს კომუნიკაციასა და მოგზაურობაში. თუ ამ დღეებში ტურისტულ მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ უფრო ფრთხილად უნდა იყოთ დოკუმენტებთან.
ახალი ნაცნობებისგან სჯობს, თავი შეიკავოთ. არ უნდა ენდოთ შემთხვევით ინფორმაციას.
მერწყული
კვირის ბოლომდე, მერწყულებს ურჩევენ, მეტი დრო დაუთმონ ფინანსურ საკითხებს. ამ დღეებში, შესაძლოა, თქვენს ბიუჯეტში დისბალანსი იყოს. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც ბევრი სესხი აქვს და იძულებულია გაიღოს მაღალი საპროცენტო ხარჯები. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლოა, შეფერხდეს მოსალოდნელი თანხის მიღება.
ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა დაიცვან ფულის ხარჯვის ეკონომიური რეჟიმი. კვირის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ორგანიზმის ენერგიის აღსადგენად.
თევზები
კვირის ბოლომდე, თევზებს შესაძლოა, გაუჭირდეთ პარტნიორული ურთიერთობები. თქვენი პირადი ინიციატივა შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს თქვენი ქორწინების ან საქმიანი პარტნიორის სურვილებს.მაღალია გაუგებრობების ალბათობა. ნუ ეცდებით პარტნიორზე ზეწოლას – ამან შეიძლება გამოიწვიოს ზუსტად საპირისპირო ეფექტი, ვიდრე ის, რისი მიღებაც გინდათ. არ ჩაერთოთ აგრესიულ ადამიანებთან კონფლიქტში ეს დღეები შეიძლება კარგი იყოს მეგობრული კონტაქტებისთვის.