ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 22 წლის თამუნა ჟღენტია.
“კიდევ ერთი ანგელოზი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა ამ ვერაგმა კოვიდ-ვირუსმა. ჩვენი გიმნაზიელი და გიმნაზიის პედაგოგის ლოლა ჯაფარიძის შვილი. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს . მოიხსენით მეგობრებო თქვენს ლოცვებში ახალშესვენებული თამარი. თებერვალში 22 წლის გახდებოდა…“ – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ახლობელი.
შეგახსენებთ, დღეს ბათუმში კორონავირუსით 22 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ის მკურნალობის კურსს კლინილა ბაუში გადიოდა.