თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სოციალური ქსელით პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, კახაბერ ქემოკლიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„Kakhaber Kemoklidze ფარცხალაძე ენმ-ს დროს გადაიბირეს, ოღონდ გადამბირებელი ლუფთჰანზას მოსკოვის ოფისის ოფიცერი გ. გახარია იყო😂
მე მგონი, ძალიან გაგიტკბათ, გახარიებს, ეს ცალკარა თამაში. უკვე ბოდვებში გადავიდა. გავიგეთ, რომ უნდა გვაგინოთ, რომ ქოცებს ხმები წაართვათ. წმინდა ამოცანაა, ოღონდ ამისთვის ჩვენს უნდა გაგინოთ😂. უკვე დაუკრეფავში ხართ. დროა ცოტა ფოკუსი გაასწოროთ“, – წერს უგულავა.
შეგახსენებთ, დღეს ქემოკლიძემ თქვა – „იქნებ, ფარცხალაძე ენმ-ის ხელისუფლების დროს იყო გადაბირებული და ამ დრომდე ე.წ. მძინარე აგენტი იყო?“