Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

ცხედარი შესაძლოა დაწვან – ვენაში გარდაცვლილი ქართველის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება

January 6, 2021
ცხედარი შესაძლოა დაწვან – ვენაში გარდაცვლილი ქართველის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება

ავსტრიის დედაქალაქში 20 დეკემბერს ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. ის ერთი თვის განმავლობაში ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობილია, რომ მამაკაცი ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით და „კახა თოფაძის“ სახელით იმყოფებოდა, თუმცა ახლობლების თქმით, სინამდვილეში ის ხვიჩა კეგოშვილია.

პირად მონაცემებში არსებული შუსაბამობის გამო, გარდაცვლილის ინდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, შესაბამისად გართულებულია ცხედრის საქართველოში გადმოსვენების საკითხი.

 

გარდაცვლილის ცხედარი ამ დრომდე საავადმყოფოს პროზექტურაში რჩება.

 

ექსპერტიზის და პროზექტურის ხარჯების დასაფარად ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ფულს აგროვებენ. ავსტრიაში მყოფი ქართველები ამბობენ, რომ თუ თანხა ვერ შეგროვდება, შესაძლოა ცხედარს კრემაცია ჩაუტარდეს და მისი სამშობლოში გადასვენება საერთოდ ვეღარ მოხერხდეს.

 

„გარდაცვლილი ახალგაზრდა  ქართველი მამაკაცი დღემდე იმყოფება ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის, ე. წ. აკაჰა-ს  პროზექტურაში: გადასვენება (რომელსაც საკონსულო დააფინანსებს) ვერ ხდება იმის გამო, რომ  შეცვლილი სახელის და გვარის გამო (ბიუროკრატულად) გართულდა ნეშტის იდენტიფიცირება:  დნმ-ის ექსპერტიზა და კერძო დამკრძალავი ბიუროს მორგში განთავსება, სავარაუდოდ, სამი კვირით, დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, რომელიც (სავარაუდოდ) 2.000 ევრომდე ავა…

 

დავეხმაროთ გაუბედურებულ ოჯახს, რომ ფერფლი კი არა მისი მიცვალებულის ცხედარი ჩაუვიდეს სახლში… შევაგროვოთ ფული!  5 ევროც რომ იყოს, არ მოგერიდოთ… სხვა დროსაც შეგვიგროვებია ამაზე გაცილებით დიდი თანხები!  დიდი მადლობა წინსწარ.

 

ანგარიშის ნომერი

 

AT82 2011 1837 4145 6300   NONA CHKHIKVISHVILI“ – წერს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge