ცოტა ხნის წინ, მეცნიერთა გუნდმა არქტიკის რეგიონში მდებარე წყალქვეშა ვულკანების მიმდებარედ არსებულ ბნელსა და ცივ გარემოში ახალ სახეობას მიაგნო, სიცოცხლის ფორმებს, რომლებიც ჰიდროთერმული არხებიდან ამოფრქვეულ ცხელ ნაკადებში ბინადრობენ.
ჰიდროთერმული კვამლი, რომელიც ლითონის სულფიდთა ნაწილაკებს შეიცავს, მაშინ ფორმირდება, როცა ცხელი და ცივი წყალი ერთმანეთს ერევა, გარემომცველი ოკეანე კი მის ოქსიგენაციას განაპირობებს. ასეთი ნაკადები ათასობით კილომეტრზე ვრცელდება და ასობით მეტრზე ადის. მეცნიერებმა ცენტრალურ არქტიკასა და სამხრეთ ატლანტის ოკეანეში სწორედ მათი ნიმუშები შეისწავლეს.
წყალქვეშა ვულკანების კვამლის მოპოვება მარტივი არაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის არქტიკის ზღვის ყინულების ქვეშ 2 500 მეტრზე მეტ სიღრმეზეა. ეს ეხება ატლანტის ოკეანის შტორმიან ზონებსაც. მეცნიერებმა პირველ რეგიონში ნიმუშები წარმატებით შეაგროვეს, რათა ამ წყლებში მობინადრე ბაქტერიების მახასიათებლები შეესწავლათ, მათ შორის მეტაბოლიზმი.
მათ დაადგინეს, რომ ჰიდროთერმულ ნაკადებში „Sulfurimonas“-ის ტიპის დღემდე უცნობი ბაქტერიები ცხოვრობენ, რომელთა სახეობასაც „USulfurimonas pluma“ ეწოდება.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჰიდროთერმული კვამლი მიკროორგანიზმების გავრცელებასა და ფსკერის ღია ოკეანესთან დაკავშირებას უწყობს ხელს.