ბლოგერი გურამ შეზორია სოციალური ქსელით დიზაინერ გიორგი მასხულიაზე თავდასხმას გამოეხმაურა.
„ვიდეოს არ ვაზიარებ შეგნებულად. არ ამომდის ამ მასხულიაზე მზე და მთვარე, თან სულ ჩემს ლანძღვაშია, არ ვიცი რატომ…
მაგრამ
ეს ქუჩაში თავდასხმა და წივილ-კივილი არის მარაზმი! ვინც არ იცით – სამი გოგო დაესხა თავს გინებით და წივილით, ძლივს აკავებს პატრული. არ მოგწონთ – ასქროლეთ, ვინ რა ფორმით იმოძრავებს – რა სხვების საქმეა?! კომენტარებშიც ხორხოცი მიდის iii gogoebma cemeees. მაგრად ტეხავს“, – წერს ის.